ავთანდილ პოპიაშვილი (პოლიტიკოსი)
ავთანდილ პოპიაშვილი (დ. 25 მაისი, 1944, სოფ. გამარჯვება, დედოფლისწყაროს რაიონი — გ. 5 თებერვალი, 1998) — ქართველი ფილოსოფოსი, ფილოლოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, პარლამენტარი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი) ხელის მომწერი.
ავთანდილ პოპიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 მაისი, 1944 |
გარდაცვალების თარიღი | 5 თებერვალი, 1998 (53 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1970-1977 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1977 წლიდან კი შეთავსებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).