ავთანდილ ვახტანგის ძე დოლიძე (დ. 18 ივნისი, 1941, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერების დოქტორი (1988), პროფესორი (1990).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1963). 1964 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (2006 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წლიდან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტი.

კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ნატიფი ორგანული სინთეზის, ქიმიური ეკოლოგიურად სახიფათო ნარჩენების უტილიზაციისა და დაბინძურებული ტერიტორიების რეაბილიტაციის ტექნოლოგიების მეცნიერული საფუძვლების შექმნა და პრაქტიკული გამოყენება. განხორციელებული აქვს მრავალტონაჟიანი სამუშოები სახიფათო სამხედრო ნარჩენების გაუვნებელყოფის დარგში. მიღებული აქვს პეტრე მელიქიშვილის პრემია (2007). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2002).

ლიტერატურა

რედაქტირება