ავდოტია (ევდოკია) ისტომინა (რუს. Истомина, Евдокия Ильинична; დ. 17 იანვარი [ძვ. სტ. 6 იანვარი], 1799, პეტერბურგი — გ. 8 ივლისი [ძვ. სტ. 26 ივნისი] , 1848, პეტერბურგი) — რუსული ბალეტის მსახიობი. 1816 წლიდან იყო პეტერბურგის დიდი თეატრის წამყვანი მოცეკვავე. პარტიები: ლიზა („ლიზა და კოლენი, ანუ ამაო სიფრთხილე“, 1821), ლუიზა („დეზეტირი“, 1821; ორივე ბალეტის მუსიკა ნაკრებია), ფლორა (კავოსის „ზეფირი და ფლორა“, 1822), ნინა („პერსიუის „ნინა ანუ სიყვარულით შეშლილი“, 1828) და სხვ. ისტომინამ პირველმა შექმნა პუშკინის გმირთა სახეები სცენაზე: ჩერქეზი ქალი (კავოსის „კავკასიის ტყე ანუ საპატარძლოს აჩრდილი“, 1823) და ლიუდმილა (შოლცის „რუსლან და ლიუდმილა“, 1824). 1830 წლიდან ასრულებდა მხოლოდ მიმიკურ პარტიებს. 1836 წელს დატოვა სცენა. მის ხელოვნებას ახასიათებდა ჰაეროვნება, გრაცია და სიმსუბუქე, მკაფიო სცენური ტემპერამენტი. ქოლერით დაავადებული ავდოტია ისტომინა გარდაიცვალა 1848 წელს, პეტერბურგში. ნეკროლოგი გარდაცვლებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ გამოქვეყნდა.

ავდოტია ისტომინა

ავდოტია ისტომინა
დაბადების სახელი ავდოტია ისტომინა
დაბადების თარიღი 17 იანვარი/6 იანვარი 1799
პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 ივლისი/ 26 ივნისი, 1848
პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
პროფესია ბალეტის მსახიობი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება