ზვიად ავალიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ავალიანი, ზვიად)

ზვიად ავალიანი (დ. 5 დეკემბერი, 1983, თბილისი) — ქართველი ტელეწამყვანი. 2013 წლის მაისიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“ მიჰყავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „არგუმენტების დრო“.

ზვიად ავალიანი
დაბადების თარიღი 5 დეკემბერი, 1983 (1983-12-05) (41 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი
პროფესია ტელეწამყვანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1983 წლის 5 დეკემბერს, თბილისში. 2001-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. სწავლის პარალელურად ეწეოდა არასამთავრობო, საზოგადოებრივ, კვლევით და პუბლიცისტურ საქმიანობას. თანამშრომლობდა რამდენიმე აკადემიურ და მედია გამოცემასთან. 2009-2012 წლებში იყო იაპონიის საელჩოს მრჩეველი ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში. 2013 წლის 21 მაისიდან ზვიად ავალიანს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“ მიჰყავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „არგუმენტების დრო“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება