ავაგი (საკუთარი სახელი)
(გადამისამართდა გვერდიდან ავაგი)
|
ავაგი — გაურკვეველი წარმოშობის სახელი. მისი კნინობითი ფორმებია: „ავაგო“, „ავგია“ და „აგია“. შესაძლოა ამ სახელს უკავშირდებოდეს „აგული“. ავაგი ერქვა არაერთ ცნობილ ისტორიულ პირს, მათ შორის ივანე ათაბაგის ძეს რომელიც 1127 წელს ათაბაგ-ამირსპასალარი გახდა. „ქართლის ცხოვრებაში“ ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს მას ამირსპასალარობა“. 1250 წელს ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი გახდა ავაგ-სარგის მხარგრძელი. XVII საუკუნის შუა ხანებში იმერეთის მეფის ციხისთავი იყო ავაგ ომათამათიძე. ამ სახელისაგან წარმოიშვა გვარი აგიაშვილი. ისტორიულ წყაროებში გვხვდება აგრეთვე გვარი ავაგაშვილი.[1]