ადელ ენელი
ადელ ენელი (დ. 11 თებერვალი, 1989) — ფრანგი მსახიობი. ფლობს სეზარისა და ლიუმერის ჯილდოებს.
ადელ ენელი | |
---|---|
ენელი 2017 წლის კანის კინოფესტივალზე | |
დაბადების თარიღი |
11 თებერვალი, 1989 პარიზი, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2000-დღემდე |
ენელმა კინოკარიერა ბავშვობის პერიოდში დაიწყო. მისი დებიუტი 2002 წელს ფილმში ეშმაკები შედგა, როცა იგი 12 წლის იყო, რის შემდეგაც მსახიობმა ფრანგულ გასართობ ინდუსტრიაში, როგორც თინეიჯერმა, მოიპოვა ცნობადობა. 2007 წელს ენელმა სეზარის ნომინაცია დაიმსახურა ფილმში წყლის შროშანები შესრულებული როლისთვის, რომელმაც რეჟისორ სელინ სიამასათან მის ხანგრძლივ თანამშრობლობასა და პირად ურთიერთობას დაუდო სათავე. 2014 წელს ენელმა ფილმისთვის სიუზანი კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში სეზარის ჯილდო მოიპოვა, ხოლო 2015 წელს ფილმისთვის ერთი ნახვით შეყვარება სეზარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის დაიმსახურა. მომდევნო პერიოდის მსახიობის ცნობილი ფილმებია 120 დარტყმა წუთში (2017) და ქალის პორტრეტი ცეცხლზე (2019).
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაენელი 1989 წლის 11 თებერვალს პარიზში დაიბადა. მისი დედა მასწავლებელია, ხოლო მამა – მთარგმნელი.[1] ენელი მონტრეი-სუ-ბუაში, როგორც თავად აღწერს „უკიდურესად მემარცხენე და შემოქმედებით სამეზობლოში გაიზარდა.“[2] მამის მხრიდან იგი ავსტრიული წარმოშობისაა.[2][3]
ჰენელმა მსახიობობა ხუთი წლის ასაკში ადგილობრივი თეატრის სცენაზე დაიწყო.[4] მან უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და სოციოლოგიის განხრით მიიღო.[5]
კარიერა
რედაქტირებაენელის კინოდებიუტი 2002 წელს კრისტოფ რუგიას ფილმში ეშმაკები შედგა, რომელშიც მან აუტისტური სპექტრის მქონე გოგონას როლი შეასრულა.[6] პირველი ფილმის შემდეგ მსახიობი ეკრანზე მხოლოს ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდა, როცა 2007 წელს სელინ სიამას პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში წყლის შროშანები მიიღო მონაწილეობა.[7] ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, თუმცა The New York Times-ის კრიტიკოსმა, მანოლა დარგისმა, ენელის შესრულება შეაქო და აღნიშნა, რომ მსახიობს „ჭეშმარიტი ვარსკვლავური თვისებები აქვს.“[8] წყლის შროშანებში შესრულებული როლისთვის ენელი წარდგენილი იყო სეზარის ჯილდოზე.[9] 2011 წელს მსახიობმა ბერტრანტ ბონელოს დრამაში მოთმინების სახლი მიიღო მონაწილეობა. ფილმში, რომელშიც მოქმედება XX საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობს, ენელმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლი შეასრულა, რომელიც ძვირადღირებულ პარიზულ საროსკიპოში მუშაობს.[10] ფილმისთვის მსახიობმა ლიუმერის ჯილდო დაიმსახურა.[11]
2013 წელს ენელმა მონაწილეობა მიიღო კატელ კილევერის ფილმში სიუზანი,[10] რომლისთვისაც კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში სეზარის ჯილდო მიიღო.[12] 2015 წელს მსახიომა ითამაშა ტომას კეილეის რომანტიკულ კომედიაში ერთი ნახვით შეყვარება, რომლისთვისაც სეზარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მოიპოვა.[13] იმავე წელს კეტრინ დენევთან ერთად ენელმა მონაწილეობა მიიღო ანდრე ტეშინის კრიმინალურ დრამაში ჩემი ქალიშვილის სახელით, რომელშიც კაზინოს მფლობელის ქალიშვილის როლი შეასრულა. ჟურნალმა The Village Voice ენელის შესრულება იზაბელ აჯანის 1970-იანი და 1980-იანი წლების როლებს შეადარა და მსახიობს ფრანგულ კინოში კეტრინ დევენის ღირსეული მომკვიდრე უწოდა.[14] ორივე ფილმისთვის – ერთი ნახვით შეყვარება და ჩემი ქალიშვილის სახელით – ენელი ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი ლიუმერის ჯილდოზე იყო წარდგენილი.[15]
2016 წელს ენელის გერმანულენოვანი დებიუტი შედგა ფილმში გუშინდელი ყვავილობმა, რომელშიც მან ჰოლოკოსტს გადარჩენილი გერმანელების ფრანგი შთამომავლის როლი შეასრულა.
2017 წელს ფილმში 120 დარტყა წუთში ენელი მაყურებელს შიდსის აქტივისტის როლში მოევლინა. ფილმისთვის მან კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში სეზარის ჯილდოს ნომინაცია მიიღო.[16]
2018 წელს ენეკლმა მონაწილეობა მიიღო პიერ სალვადორის ფილმში პრობლემა შენშია,[17] რომლისთვისაც საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში სეზარის ნომინაცია დაიმსახურა.[18]
2019 წელს მსახიობი კანის კინოფესტივალზე წარდგენილ სამ ფილმში გამოჩნდა, ესენია: კვენტინ დუპიეს ირმის ტყავი, ოდი ლე რეპენის გმირები არ კვდებიან და სელინ სიამას ქალის პორტრეტი ცეცხლზე.[19] ამ უკანასკნელში ენელმა XVIII საუკუნის ბრეტანელი არისტოკრატის როლი შეასრულა. The New York Times-ის კრიტიკოსმა ენტონი სკოტმა აღნიშნა, რომ ფილმისთვის ენელს საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ოსკარის ნომინაციის ღირსად მიიჩნევდა. ბილჯ ებირმა ჟურნალიდან Vulture ფილმის კულმინაციურ მომენტი ასე შეაფასა: „ერთ-ერთი საუკეთესო სამსახიობო შესრულება და ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვენებელი სურათი, რაც კი ეპოქალურ ფილმებში მინახავს.“[20] ფილმისთვის ენელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში სეზარის ჯილდოზე იყო წარდგენილი.[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bourdon, Megan. (2019) Adèle Haenel, actrice sans fards et résistante.
- ↑ 2.0 2.1 Rapold, Nicolas. Interview: Adèle Haenel (2019).
- ↑ Puyremond, Zoé. (2020) 8 choses que vous ne savez (peut-être) pas sur Adèle Haenel.
- ↑ Gallot, Clémentine. (2014) La belle vie d'Adèle Haenel.
- ↑ Adèle Haenel, actrice sans fards et résistante (2012).
- ↑ Chrisafis, Angelique. (2019) French actor Adèle Haenel claims director sexually harassed her.
- ↑ Médioni, Gilles. (2014) Qui est Adèle Haenel, César 2015 de la meilleure actrice?.
- ↑ Dargis, Manohla. (2008) Crossing Into the Deep End, Where Desire Is Fathomed.
- ↑ Leturcq, Armelle. (2019) Adele Haenel on Film.
- ↑ 10.0 10.1 Anderson, Melissa. (2018) French, Open: Melissa Anderson on Adèle Haenel.
- ↑ Leffler, Rebecca. (2012) 'The Artist' Named Best Film at France's Lumiere Awards. The Hollywood Reporter.
- ↑ Richford, Rhonda. (28 February 2014) France's Cesar Awards: Me, Myself and Mum Wins Best Film. The Hollywood Reporter.
- ↑ Richford, Rhonda. (2015) Cesar Awards: 'Timbktu' Sweeps, Kristen Stewart Makes History. The Hollywood Reporter.
- ↑ Anderson, Melissa. (2015) In Love at First Fight, Adele Haenel Burns Through Our Screens. The Village Voice.
- ↑ Richford, Rhonda. (2015) France's Lumiere Awards Nominations Unveiled. The Hollywood Reporter.
- ↑ Richford, Rhonda. (2018) Cesar Awards: '120 BPM' Takes Six Awards Including Best Film. The Hollywood Reporter.
- ↑ Rooney, David. (2018) 'The Trouble With You' ('En Liberte!'): Film Review Cannes 2018. The Hollywood Reporter.
- ↑ Keslassy, Elsa. (2019) ‘Sink or Swim,’ ‘Custody’ Lead Race for France’s Cesar Awards.
- ↑ Lodge, Guy. (2019) Cannes Film Review: ‘Heroes Don’t Die’.
- ↑ Ebiri, Bilge. Portrait of a Lady on Fire Is a Grand, Capital-R Romance (2020).
- ↑ Tartaglione, Nancy. César Awards Nominations: Roman Polanski’s ‘An Officer And A Spy’ Leads With 12; Ladj Ly’s ‘Les Misérables’ Scores 11 – Full List (2020).