ადა როგოვცევა
ადა მიკოლაევნა როგოვცევა (უკრ.: Ада Миколаївна Роговцеваდ. 16 ივლისი, 1937, გლუხოვი) ― უკრაინელი და საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1978), უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), უკრაინის ალექსანდრე დოვჟენკოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2017) და უკრაინის გმირი (2007). 1957 წლიდან როგოვცევამ 30-ზე მეტ ფილმსა და სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა. არის კიევის კულტურისა და ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი. მოსკოვის მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალზე (1971) ფილმში „გამარჯობა, მარია“ შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო დაიმსახურა.[1]
ადა როგოვცევა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
16 ივლისი, 1937 გლუხოვი, საბჭოთა კავშირი (დღევანდელი უკრაინა) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1957-დღემდე |
მეუღლე(ები) | კონსტანტინ სტეფანკოვი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადა როგოვცევა 1937 წლის 16 ივლისს გლუხოვში დაიბადა. მამამ, მიკოლა ივანოვიჩ როგოვცევმა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტები დაამთავრა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკიტა ხრუშოვის დაცვად მუშაობდა. დედა, ანნა მიტროფანოვნა ზაიკოვსკაია, სპეციალობით აგრონომი იყო.
1959 წელს კიევის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი (ამჟამად კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტი) დაამთავრა.
ჯილდოები
რედაქტირება- უკრაინის გმირი (2007)[2][3]
- უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1960)
- უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1967)[4]
- სსრკ-ის სახალხო არტისტი (1978)[5]
- უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემია (1981)
- უკრაინის ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის სახელმწიფო პრემია (2017)[6]
- უკრაინის სახალხო არტისტი
- ოლღა მოციქულთასწორის ორდენი (მესამე ხარისხი, 2002)[7]
- ღირსების ორდენი (პირველი ხარისხი, 2009)[8]
- ღირსების ორდენი (მესამე ხარისხი, 1997)[9]
- მეგობრობის ორდენი (2007, რუსეთი)[10]
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- საპატიო ნიშნის ორდენი
- „შრომის ვეტერანის“ მედალი
- ნიკოლაი გოგოლის საერთაშორისო პრემია, იტალია (2012)[11]
- გლუხოვის საპატიო მოქალაქე (2008)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 7th Moscow International Film Festival (1971). MIFF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 25 December 2012
- ↑ Указ Президент України від 12.07.2007 № 635/2007 «Про присвоєння А. Роговцевій звання Герой України»
- ↑ Ада Роговцева на сайте Актёры советского кино
- ↑ KINO.ukr.net: Ада Роговцева: фото и биография დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Указ Президиума Верховного Совета СССР от 16 июня 1978 года № 7679 «О присвоении почётного звания народной артистки СССР тов. Роговцевой А. Н.»
- ↑ Указ Президента України № 266/2017 від 7 вересня 2017 року «Про присудження Державної премії України імені Олександра Довженка 2017 року»
- ↑ DECREE OF THE PRESIDENT OF UKRAINE № 745/2002 (22 August 2002).
- ↑ DECREE OF THE PRESIDENT OF UKRAINE №26/2009 (16 January 2009).
- ↑ DECREE OF THE PRESIDENT OF UKRAINE № 659/1997 (21 July 1997).
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 9 июля 2007 года № 858 «О награждении орденом Дружбы Роговцевой А.Н.»
- ↑ Ада Роговцева стала обладательницей международной премии имени Гоголя — Новости Харькова, новости Украины. Главное