რუდოლფ აგრიკოლა
(გადამისამართდა გვერდიდან აგრიკოლა, რუდოლფ)
რუდოლფ აგრიკოლა (ნიდერლ. Roelof Huesman, ნამდვილი გვარი ჰუისმანი; დ. 28 აგვისტო, 1443 — გ. 27 ოქტომბერი, 1485, ჰაიდელბერგი) — ადრეული გერმანული ჰუმანიზმის წარმომადგენელი, ფილოსოფოსი.
რუდოლფ აგრიკოლა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 აგვისტო, 1443[1] ან 17 თებერვალი, 1444[2] |
დაბადების ადგილი | Baflo, გრონინგენის პროვინცია |
გარდაცვალების თარიღი | 27 ოქტომბერი, 1485[2] [3] [4] [5] [6] ან 28 ოქტომბერი, 1485[1] |
გარდაცვალების ადგილი | ჰაიდელბერგი[7] [3] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, კომპოზიტორი[6] , მწერალი, პოეტი და უნივერსიტეტის პროფესორი |
ალმა-მატერი | ლიუვენის ძველი უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება მიიღო ნიდერლანდებსა და გერმანიაში (ერფურტი, კიოლნი). 1468–1479 წლებში ცხოვრობდა იტალიაში. 1483 წლიდან ასწავლიდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ენერგიულად ავრცელებდა ჰუმანისტურ იდეებს. საჯარო ლექციებში, წერილებში, ლექსებსა და ფილოსოფიურ შრომებში მკაცრად აკრიტიკებდა სქოლასტიკას, მოითხოვდა მეცნიერული აზრის თავისუფალ განვითარებას. აგრიკოლა გამოირჩეოდა ინტერესთა მრავალმხრივობით (იცოდა ძველი და ახალი ენები, გატაცებული იყო მუსიკით, ფერწერით და სხვა). მის შრომებში ასახულია ეპოქის მოწინავე პედაგოგიური იდეებიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 69.
- Смирнова Е. Д., Сушкевич Л. П., Федосик В. А. Агрикола Рудольф // Средние века : Культура, искусство, история. Иллюстрированная энциклопедия / под ред. В. А. Федосика. — М.: Эксмо, 2008. — стр. 69, 304 c. ISBN 978-5-699-24660-1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Catalogus Professorum Academiae Groninganae — 2014.
- ↑ 3.0 3.1 Czech National Authority Database
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 Musicalics
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118501089 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.