აგრემანი (ფრანგ. agrément — თანხმობა) — სახელმწიფოს თანხმობა მიიღოს უცხო სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. აგრემანის გამოთხოვა გამოთხოვა და მიღება აუცილებლად წინ უსწრებს დიპლომატიური წარმომადგენელის დანიშვნას. აგრემანის გამოთხოვისას სახელმწიფოს ეგზავნება დასანიშნავი პირის ბიოგრაფიული ცნობა. უარი აგერმანის მიცემაზე დასაშვებია მიზეზთა დაუსახელებლად და არამეგობრულ აქტად არ მიიჩნევა. ზოგიერთი სახელმწიფოს პრაქტიკაში აგრემანი საჭიროა სამხედრო, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ატაშეს დასანიშნავადაც.

ლიტერატურა რედაქტირება