აგაუეთიოპიის ხალხთა უძველესი ჯგუფი. ცხოვრობენ გოჯამისა და ვოლოს პროვინციებში, ტანის ტბის მახლობლად, ქ. გონდარის მიდამოებში, აგრეთვე ერიტრეაში ქ. ასმარის ჩრდილოეთით. საერთო რაოდენობა 60 ათ. კაცი (1967). მეტყველებენ უმთავრესად აგაუ ენაზე. აგაუს ნაწილი მუსლიმანებია, ნაწილი — მონოფიზიტი ქრისტიანები, არიან იუდაისტებიც. მისდევენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას.

აგაუს ტომის ქალები

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აგაუ&oldid=3417947“-დან