აგათინოსი
აგათინოსი (ბერძ. Αγαθινος, ლათ. Agathinus) იყო გამოჩენილი ძველი ბერძენი ექიმი, დამაარსებელი ახალი სამედიცინო მიმდინარეობისა, რომელსაც მან უწოდა სახელი „ეპისინთეტიკოსები“.
იგი დაიბადა სპარტაში და ალბათ ცხოვრობდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რადგანაც იგი იყო ათენეუს კილიკიელის მოსწავლე და არქიგენესის მასწავლებელი[1]. გადმოცემით, აგათინოსი ერთხელ უძილობისგან დელირიუმში ჩავარდა, რომლისგანაც იგი თავისმა მოსწავლემ, არქიგენესმა გამოიყვანა შემდეგი მეთოდით: თავი შეუფუთა თბილი ზეთის საფენების დიდი რაოდენობით[2].
აგათინოსი ხშირად ციტირდება გალენთან, რომელიც მას პნევმატიკოსების სკოლის წარმომადგენლად მოიხსენიებს. [3] აგათინოსის შრომები არ შემონახულა. მისი მიმდინარეობის ზუსტი შეხედულებები უცნობია და, როგორც ჩანს, ემსგავსებოდა ეკლექტიკოსების სკოლის შეხედულებებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- წინამდებარე სტატიაში ჩართულია ტექსტი საჯარო დომენში ამჟამად დაცული პუბლიკაციისაგან: Smith, William, ed. (1867). "article name needed". Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology.
- Kudlien, Fridolf (1970). "Agathinus, Claudius". Dictionary of Scientific Biography. 1. New York: Charles Scribner's Sons. pp. 74–75. ISBN 0-684-10114-9.