აბულია (ძვ. ბერძნ.  [a] — „უარყოფითი ნაწილაკი“ და βουλή [bulē] — „ნებისყოფა“) — ნებისყოფის ავადმყოფური შესუსტება ან სრული დაკარგვა, ინტერესების, ინიციატივისა და აქტივობის მკვეთრი დაქვეითება. ავადმყოფს არ აქვს გარკვეული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გვხვდება როგორც ნევროზის, ისე ფსიქოზის დროს. აბული უნდა განვასხვაოთ უნებისყოფლობისაგან, რომელიც ხშირად არასწორი აღზრდის შედეგია.

ლიტერატურა რედაქტირება