აბლაბუდატკიპასებრნი

აბლაბუდატკიპასებრნი (ლათ. Tetranychidae) — ფეხსახსრიანების ოჯახი ტკიპების რიგისა. დედლის სიგრძეა — 0,4-0,5 მმ, მამლისა — 0,2-0,3 მმ. დედალი გაზაფხულზე 50-180 კვერცხს დებს. აბლაბუდატკიპასებრნი მასობრივად მრავლდებიან ივლის-აგვისტოში. ერთი დედალი ზაფხულის განმავლობაში 15-20 თაობას იძლევა. სექტემბერ-ოქტომბერში აბლაბუდატკიპასებრნი იბუდებენ ხის ქერქის ქვეშ ან ჩამოცვენილ ფოთლებში და იქვე იზამთრებენ. საქართველოში მრავალ რაიონში ფართოდ გავრცელებულია ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა, რომელიც აზიანებს მრავალი სახეობის მცენარეს.

აბლაბუდატკიპასებრნი
Spinnmilben 2006 08.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
რიგი:  ტკიპები
ოჯახი:  აბლაბუდატკიპასებრნი
ლათინური სახელი
Tetranychidae

ბრძოლის ღონისძიებანი: სწორი თესლბრუნვა, მინდვრიდან მცენარეული ნარჩენების გატანა, სარეველების მოსპობა, გოგირდის შეფრქვევა და სხვა.

ლიტერატურარედაქტირება