აბიბო შიშინაშვილი

აბიბო ერასტის ძე შიშინაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1919, სოფ. მეორე ტოლა, ამბროლაურის რაიონი — გ. 14 სექტემბერი 1944, ბაუსკა, ლატვია) — ქართველი საბჭოთა კავშირის გმირი (24 მარტი 1945, სიკვდილის შემდეგ), უფროსი ლეიტენანტი, სკკპ წევრი 1942 წლიდან. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში და მეორე მსოფლიო ომში. 1944 წელს 14 სექტემბერს ერთ-ერთმა პირველმა გადაიყვანა თავისი ასეული მდინარე მემელეს მარჯვენა ნაპირზე და დაიკავა პლაცდარმი საკუთარი სიცოცხლის ფასად, რისთვისაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება