აბდურაჰმან აბსალამოვი
აბდურაჰმან საფის ძე აბსალამოვი (თათრ. Ğabderahman Safa uğlı Əbsəlәmov, Габдрахман Сафа улы Әпсәләмов; დ. 15 (28) დეკემბერი, 1911, პენზის გუბერნია — გ. 7 თებერვალი, 1979, ყაზანი) — თათარი საბჭოთა მწერალი. სკკპ წევრი 1943 წლიდან, სსრკ უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი.
აბდურაჰმან აბსალამოვი | |
---|---|
თათრ. Габдрахман Сафа улы Әпсәләмов, Ğabderaxman Safa uğlı Əpsəlәmov | |
დაბადების თარიღი | 15 (28) დეკემბერი, 1911 |
დაბადების ადგილი | Q18170587? |
გარდაცვალების თარიღი | 7 თებერვალი, 1979 (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ყაზანი |
დასაფლავებულია | Yaña Bistä cemetery |
საქმიანობა | მწერალი და პოლიტიკოსი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
ჟანრი | მოთხრობა და რომანი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, მედალი „საბჭოთა არქტიკის დაცვისათვის“, მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი ვარსკვლავის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ და მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ |
ბიოგრაფია რედაქტირება
1940 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. ავტორია მოთხრობის კრებულისა „ბედნიერების მზე“ (1941), მოთხრობა „თეთრი ღამეები“ (1947), რომანებისა „ოქროს ვარსკვლავი“ (1949), „ღაზინური“ (1953), „ჩაუქრობელი ცეცხლი“ (1958), „მარადიული ადამიანი“ (1960), „თეთრი ყვავილები“ (1965) და სხვა.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და 2 სხვა ორდენით.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 37.