აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი

აბაშის მუნიციპალიტეტის გერბიაბაშის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ლაჟვარდის ხმალი, მეწამული ჰერალდიკური ჯვარი, ოქროს საწმისი, ხუთი ოქროს თავთავი, სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი აბაშა

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი, იყოფა სამ ნაწილად.

  • I ნაწილი — ვერცხლის ველზე ლაჟვარდის ხმალი, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.
  • II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი.
  • III ნაწილი — მწვანე ველზე ხუთი ოქროს თავთავი. მწვანე ველს ზემოთ და ქვემოთ კვეთავს სამი შემცირებული, ტალღოვანი ვერცხლის სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „აბაშა“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება