აბანოს უღელტეხილი
(გადამისამართდა გვერდიდან აბანო (უღელტეხილი))
აბანო[1] ან აბანოს სერი[2] — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2826 მეტრზე, ბულანჩოსწვერისა და დიდგვერდის მთებს შორის. გადასასვლელი მდინარე სტორის ხეობიდან თუშეთის ალაზნის ხეობაში.
აბანოს უღელტეხილი | |
---|---|
![]() აბანოს უღელტეხილი | |
კოორდინატები: 42°16′42″ ჩ. გ. 45°30′31″ ა. გ. / 42.27833° ჩ. გ. 45.50861° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე თელავის მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2826 მ |
ქედი | ნაქერალა-დიდგვერდის ქედი |
აკავშირებს | სტორის ხეობას თუშეთის ალაზნის ხეობასთან |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 13.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 13.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 13, თბ., 2009.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 13, თბ., 1987.