აბანოს მეორე ნასოფლარი
აბანოს მეორე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს დასავლეთით 200 მეტრზე, შემაღლებულ ადგილზე, ფართობი 0,1 ჰექტარი. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის საძირკვლე ნაშთები. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეინიშნება ნატეხი ქვით ნაგები გეგმით ოთხკუთხა შენობა, რომელიც დაფარულია მიწით.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 352.