ვლადიმერ აბაევი

(გადამისამართდა გვერდიდან აბაევი, ვლადიმერ)

ვლადიმერ დავითის ძე აბაევი (დ. 22 მარტი, 1886 — გ. 24 აგვისტო, 1968) — ბოლშევიკური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, ეროვნებით ოსი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია რედაქტირება

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი 1918 წლიდან. 1920 წლის მაისში მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამბოხებაში და იყო პირველი რევკომის თავმჯდომარე ცხინვალში. ამბოხების დამარცების შემდეგ იყო ჩრდ. კავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს მდივანი (1921), შემდეგ გაზეთ "გორსკაია ბედნოტის" რედაქტორი. 1931–1934 მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობაში დანიასა და საფრანგეთში, 1934-დან — ყირიმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად. 1943–1951 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო ცხინვალში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა რედაქტირება