აატი
აატი იეროგლიფებში | ||
|
აატი — ძველი ეგვიპტის XII დინასტიის დედოფალი. ამენემჰეტ III-ის მეუღლე.
სამარხი
რედაქტირებააატი დაკრძალულია მისი ქმრის კუთვნილი დაჰშურის პირამიდის გასწვრივ სხვა დედოფალთან ერთად (რომელთა სახელები უცნობია). აატის სამარხი პირამიდის ჩრდილოეთ მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკურ ხანაში ის გაიძარცვა, არქეოლოგებმა იპოვეს მისი სარკოფაგი, ცრუ კარი და შეწირული მაგიდა, შვიდი ალებასტრის თასი იხვის გამოსახულებით, ორი კვერთხი და სამკაულის ნაწილები. მისი სამარხის გვერდით იყო მეორე დედოფლის სამარხი, სადაც აღმოჩენილია ობსიდის და ალებასტრის თასები, გრანიტის კვერთხი და სამკაულები. აატი დაახლოებით 35 წლის, ხოლო მეორე დედოფალი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. მათი ძვლები აღმოჩენილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Aidan Dodson & Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt, Thames & Hudson 2004 ISBN 0-500-05128-3