აალტოს ლარნაკი

(გადამისამართდა გვერდიდან აალტოს ვაზა)

აალტოს ლარნაკი, აგრეთვე ცნობილი როგორც სავოის ლარნაკი მსოფლიოში განთქმული მინის ჭურჭელია შექმნილი ალვარ აალტოსა და მისი მეუღლე აინო მარსიოს მიერ.

ა.აალტომ ლარნაკი თავდაპირველად შექმნა კარულა-ლიტალას მინის ქარხნის მიერ 1936 წელს გამოცხადებული დიზაინის კონკურსისთვის. დიზაინის იდეა სამის ტომი ქალის კაბის შთაგონებაა. პირველი ლარნაკი მინის ქარხანაში დამზადდა ხის თარგში, რომელიც შემდგომში ლარნაკის ნელი წვით შემოეცალა. ლარნაკი შემდგომში გამოფენილ იქნა 1937 წლის პარიზის მსოფლიო ექსპოზიციაზე.

სახელი ”სავოის ლარნაკი” მომდინარეობს მისი თავდაპირველი მფლობელისგან - სავოის რესტორანი ჰელსინკიში, რომელმაც ლარნაკის დიზაინზე უფლებაც შეისყიდა. თავად აალტოს ლარნაკისგან ფული არასდროს გაუკეთებია, ვინაიდან დიზაინი თავიდანვე კონკურსის პირობების მიხედვით მინის ქარხნის საკუთრება იყო.

დროთა განმავლობაში ლარნაკი ფერთა თითქმის მთელ სპექტრში შეიქმნა. ლარნაკის ნატიფი სიმარტივე 21-ე საუკუნეშიც კი პოპულარობით სარგებლობს. ლარნაკის მცირე ზომის ვერსიები, ზუსტად ისეთი როგორიც აალტომ შექმნა შესამჩნევი ნაკერებითა და ოდნავ ამობურცული ძირით ამჟამადაც იქმნება ლიტალას მინის ქარხანაში. შედარებით დიდ ვერსიებს მინის ნაერთები (”ნაკერები”) არ ეტყობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება