Welcome to My Nightmare — ამერიკელი როკ-მუსიკოს ელის კუპერის მერვე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1975 წლის მარტში. იგი ელისის პირველი სოლო-დისკია, ვინაიდან ყველა წინა გამოიცემოდა მისი ჯგუფის სახელით. Welcome to My Nightmare აგრეთვე კუპერის ერთადერთი ალბომია, გამოსული ლეიბლ Atlantic Records-ზე. ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდა ლუ რიდი, ხოლო თანმხლები ტურნე იქცა თავისი დროის მოვლენად.

Welcome to My Nightmare
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 11 მარტი, 1975
სტუდია Soundstage, ტორონტო; Plant East, Electric Lady და A&R Studios, ნიუ-იორკი
ჟანრი როკი, მძიმე როკი, არტ-როკი
ხანგრძლივობა 43:19
ლეიბლი Atlantic
პროდიუსერი ბობ ეზრინი
ელის კუპერი — ქრონოლოგია
Greatest Hits
(1974)
Welcome to My Nightmare
(1975)
Alice Cooper Goes to Hell
(1976)
სინგლები ალბომიდან Welcome to My Nightmare
  1. „Department of Youth“
    გამოცემის თარიღი: მარტი 1975
  2. „Only Women Bleed“
    გამოცემის თარიღი: აპრილი 1975
  3. „Welcome to My Nightmare“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი 1975
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4.5/5 stars[1]
Rolling Stone(შერეული)[2]
რობერტ კრისტგოუB−[3]

Welcome to My Nightmare კონცეპტუალური ალბომია. მასში შეტანილი სიმღერები აღწერენ ვინმე სტივენის თავგადასავალს ღამის კოშმარებში. ალბომის მიხედვით შეიქმნა სატელევიზიო ფილმი Alice Cooper: The Nightmare, ხოლო 1976 წელს გამოვიდა საკონცერტო ფილმი Welcome To My Nightmare. ალბომის გაგრძელება, Welcome 2 My Nightmare, 2011 წელს გამოიცა.

ალბომის გარეკანი შექმნილია დრიუ სტრუზენის მიერ. იგი მოხვდა Rolling Stone-ის „ყველა დროის 100 საუკეთესო გარეკანის სიაში“.[4] ჩანაწერის რემასტერი გამოვიდა სამი დამატებითი სიმღერით.

ალბომში შეტანილ „Devil's Food“ საშინელებათა ფილმების ცნობილი მსახიობის, ვინსენტ პრაისის ხმაც ჟღერს.

სიმღერების სია რედაქტირება

#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Welcome to My Nightmare“ელის კუპერი, დიკ ვაგნერი5:19
2.„Devil's Food“კუპერი, ეზრინი, კელი ჯეი3:38
3.„The Black Widow“კუპერი, ვაგნერი, ეზრინი3:37
4.„Some Folks“კუპერი, ალან გორდონი, ეზრინი4:19
5.„Only Women Bleed“კუპერი, ვაგნერი5:49
6.„Department of Youth“კუპერი, ვაგნერი, ეზრინი3:18
7.„Cold Ethyl“კუპერი, ეზრინი2:51
8.„Years Ago“კუპერი, ვაგნერი2:51
9.„Steven“კუპერი, ეზრინი5:52
10.„The Awakening“კუპერი, ვაგნერი, ეზრინი2:25
11.„Escape“კუპერი, კიმ ფაული, ენტონი3:20
2002 წლის გამოცემის დამატებები
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
12.„Devil's Food“ (ალტერნატიული ვერსია)კუპერი, ეზრინი, ჯეი5:13
13.„Cold Ethyl“ (ალტერნატიული ვერსია)კუპერი, ეზრინი2:56
14.„The Awakening“ (ალტერნატიული ვერსია)კუპერი, ვაგნერი, ეზრინი4:20

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Prato, Greg. Welcome to My Nightmare - Alice Cooper. AllMusic. ციტირების თარიღი: მაისი 13, 2012.
  2. Marsh, Dave. (აპრილი 25, 1975) Welcome To My Nightmare. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 19, 2014. ციტირების თარიღი: მაისი 13, 2012.
  3. კრისტგოუ, რობერტ. CG: Alice Cooper. ციტირების თარიღი: მაისი 13, 2012.
  4. Rolling Stone's 100 Greatest Album Covers. Rate Your Music (1991-11-14). ციტირების თარიღი: 2012-01-12.