"We Will Rock You" — ინგლისური როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა 1977 წლის ალბომიდან News of the World, დაწერილი ბრაიან მეის მიერ.[1] Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ სიაში იგი 2004 წელს #330 პოზიციას იკავებდა[2]. RIAA-მ იგი დაასახელა საუკუნის სიმღერების სიის #146 ადგილზე. 2009 წელს "We Will Rock You" შეიტანეს გრემის დიდების დარბაზში.[3][4]

„We Will Rock You“
სინგლიQueen
ალბომიდან News of the World
A-მხარე "We Are the Champions"
გამოსვლის თარიღი 7 ოქტომბერი 1977
ჟანრი არენა-როკი
ხანგრძლივობა 2:02
ხმისჩამწერი ლეიბლი
ავტორ(ებ)ი ბრაიან მეი
პროდიუსერი
Queen — სინგლების ქრონოლოგია
„Long Away“
(1977)
We Will Rock You
(1977)
„Spread Your Wings“
(1978)

სიმღერის უკანასკნელი 30 წამი ეთმობა მეის სოლო-გიტარას, დანარჩენი ნაწილი კი წარმოადგენს ა კაპელას ფორმის სიმღერას, რომელსაც ახლავს მხოლოდ ტაში და ფეხის ბაკუნი, რიტმული პერკუსიის იმიტირებით. 1977 წელს "We Will Rock You" და "We Are the Champions" ერთად გამოიცა სინგლზე და მსოფლიო სინგლების საუკეთესო 10-ეულში მოხვდნენ.[5]

1977 წლის შემდეგ "We Will Rock You" მრავალჯერ შესრულდა, რემიქსის სახით ჩაიწერა, სემპლების სახით იქნა გამოყენებული, პაროდირებული ან სხვა მხრივ ნახსენები მრავალი შემსრულებლის მიერ, გადაცემის ფარგლებში თუ მედიის სხვა საშუალებებში.[6][7] იგი აგრეთვე იქცა სპორტული ღონისძიებების კლიშედ, როგორც სასტადიონო ჰიმნი, ძირითადად თავისი მარტივი რიტმის გამო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Queen – News of the World. AllMusic. All Media Network. ციტირების თარიღი: 22 January 2011.
  2. We Will Rock You. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2007. ციტირების თარიღი: 31 მარტი 2017.. Rolling Stone. 9 December 2004.
  3. GRAMMY Hall Of Fame – w. Grammy Hall of Fame Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 21 April 2011.
  4. Queen enter Grammy Hall of Fame. BBC News (1 December 2008). ციტირების თარიღი: 21 April 2011.
  5. „12-Inch Single Joins 2 Queen Hits“. Billboard. 89 (50): 72. 17 December 1977. ISSN 0006-2510.
  6. "We Will Rock You" Still Most Popular Sporting Event Anthem“. FMQB. 24 February 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 11 July 2011.
  7. Greatest Rock Songs. Mystic Madness. ციტირების თარიღი: 11 July 2011.