En attendant Cousteau

(გადამისამართდა გვერდიდან Waiting for Cousteau)

En attendant Cousteau (იგივე Waiting for Cousteau) — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1990 წლის, მეათე სტუდიური ალბომი. იგი ეძღვნება ჟაკ კუსტოს და გამოიცა კუსტოს 80-ე დაბადების დღეს (1990 წლის 11 ივნისს). ალბომის სახელწოდება არის სემუელ ბეკეტის პიესის, გოდოს მოლოდინში სახელის შეცვლილი ვარიანტი.

En attendant Cousteau
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 11 ივნისი 1990
ჟანრი ნიუ ეიჯი, ემბიენტი, მინიმალისტური მუსიკა, ელექტრონიკა, სინთპოპი
ხანგრძლივობა 69:00
ლეიბლი Disques Dreyfus
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია
Revolutions
(1988)
En attendant Cousteau
(1990)
Images – The Best of Jean-Michel Jarre
(1991)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars [1]

ალბომის პირველ ნახევარს იკავებს მინი ციკლი „Calypso“, ხოლო „En attendant Cousteau“, დისკის მეორე ნახევარზე მოთავსებული კომპოზიცია, არის 46-წუთიანი თავისუფალი ინსტრუმენტული პიესა, რომელიც უფრო ემბიენტის ჟანრის არის.

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა კომპოზიციის ავტორი - ჟან-მიშელ ჟარი.

CD გამოცემა რედაქტირება

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Calypso Part 1“8:24
2.„Calypso Part 2“7:10
3.„Calypso Part 3 (Fin de Siècle)“6:28
4.„En attendant Cousteau“46:55

გრამფირფიტის გამოცემა რედაქტირება

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Calypso Part 1“8:24
2.„Calypso Part 2“7:10
3.„Calypso Part 3 (Fin de Siècle)“6:28
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„En attendant Cousteau“22:00

კომპოზიციების შესახებ რედაქტირება

სასათაურო კომპოზიცია არის ემბიენტური სტილის. იგი ასევე გამოიყენებოდა გამოფენაზე Concert d'Images - ბევრად უფრო ვრცელი სახით. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ამ კომპოზიციის მოკლე ვერსიის პრომო-სინგლის სახით გამოცემა. ვინილის ფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე მისი ხანგრძლივობა სულ 22 წუთია.

სრულ ვერსიას ჟარი დრო და დრო იყენებდა ამა თუ იმ კონცერტის შესავალში.

ალბომის პირველ პრომო-დისკებზე სასათაურო კომპოზიციას „Cousteau on the Beach“ ეწოდებოდა, მაგრამ ჟაკ-ივ კუსტო თვლიდა, რომ სანაპიროები გარემოს დაბინძურებას ემსახურება, ამიტომ სათაური შეცვლილი იქნა.

სასათაურო კომპოზიცია ასევე გამოყენებული იქნა ჟაკ-ივ კუსტოს დოკუმენტურ ფილმში Palawan : Le Dernier Refuge.

პერსონალი რედაქტირება

  • ჟან-მიშელ ჟარი – კლავიშებიანი საკრავები
  • The Amoco Renegades – ლითონის დოლები (Calypso)
  • გაი დელაკრუა - ბას გიტარა (Calypso)
  • კრისტოფ დეშამსი - დასარტყმელი საკრავები (Calypso)
  • მიშელ გეისი - კლავიშები
  • დომინიკ პერიე - კლავიშები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Brenholts, Jim. Allmusic review. Allmusic. All Media Guide. ციტირების თარიღი: 2011-06-15.