Trybuna Ludu (პოლ. Trybuna Ludu; „ხალხის ტრიბუნა“) — პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის ბეჭვდითი ორგანო. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზეთი. გამოდიოდა 1948 წლის 16 დეკემბრიდან. მუშაობა შეწყვიტა 1990 წლის 28 იანვარს. შეიქმნა პოლონეთის სოციალისტური პარტიის „რობოტნიკისა“ (პოლ. Robotnik) და პოლონეთის სახალხო პარტიის „გლოს ლუდუს“ (პოლ. Głos Ludu) გაზეთების შერწყმის შედეგად და ამ პარტიების გაწევრიანებით პოლონეთის გაერთიანებულ მუშათა პარტიაში.

Trybuna Ludu
ენა: პოლონური
სათავო ოფისი: {{{სათავო ოფისი}}}
საიტი: {{{საიტი}}}

პოლონეთში დემოკრატიული გარდაქმნის პერიოდში გაზეთს ეწოდებოდა „ტრიბუნა კონგრესოვა“ (პოლ. Trybuna Kongresowa). 1981 წლისათვის ტრიბუნა ლუდუს ტირაჟი შეადგენდა 1 მლნ. ეგპემპლარს,[1] 1984 წლისათვის დაახლოებით 800 ათას ეგზემპლარს.[2] პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის დაშლის შემდეგ გაზეთი ოფიციალურად დაიხურა.

მთავარი რედაქტორები რედაქტირება

სახელი ვადის დაწყება ვადის დასრულება
ლეონ კასმანი 1948 1953
ვლადისლავ მატვინი 1953 1957[3]
ლეონ კასმანი 1957 1967
სტანისლავ მოიკოვსკი 1967 1972
იუზეფ ბარეცკი 1972 1980
ვესლავ ბეკი 1980 1985
ეჟი მაიკა 1985 1990

სქოლიო რედაქტირება

  1. „Poland: Pressing On“. Time. 118 (9). August 31, 1981. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2011. ციტირების თარიღი: August 27, 2011.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 47.
  3. Matwin was absent for a short while in 1956. During that time, Roman Werfel, Jerzy Morawski, and Walenty Titkow served as acting chief editors.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Trybuna_Ludu&oldid=4300897“-დან