საბჭოთა T-28 იყო ერთ ერთი პირველი საშუალო ტანკი.მისი პირველი პროტოტიპი 1931 წელს გამოვიდა და 1932 წელს ის სერიულ წარმოებაში ჩაეშვა.მისი მიზანი იყო ჯავშანტექნიკის და მოწინააღმდეგის ფორთიფიცერებული ნაგებობების განადგურა და ქვეითების მხარდაჭერა,მის ბაზაზე შეიქმნა მძიმე ტანკი T-35 რომელშიც ბევრი დეტალი იყო გამოყენებული T-28 - ის

T-28

მუზეომში მდგარი T-28
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 28
ეკიპაჟი, კაცი 6
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1932—1941
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1932-1944
გამოშვების რაოდენობა 503
ძირითადი ოპერატორები საბჭოთა კავშირი
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2.87
სიმაღლე, მმ 2,82
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი მაქს.30მმ
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 76.2მმ
ტყვიამფრქვევები 4 ან 5×7.62მმ DT
მობილურობა
ძრავის ტიპი მიკულინ M-17
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 500 ც.ხ.ძ.ლ
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 37
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 220

წარმოების ისტორია რედაქტირება

წარმოების დროს

T-28 ბევრი რამით ემთხვევა ბრიტანულ - Vickers A1E1 Independent ტანკს,სწორედ ამ ტანკმა დიდი გავლენა იქონია T-28 - ის შექმნაში ომის პირველ ხანებში მხოლოდ მსუბუქი ტანკები და ამ ტიპის ტანკები იბრძოდნენ თუმცა მისი მცირე რაოდენობის გამო ისინი წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ გერმანულ პანზერებს.1933 წლის 11 აგვისტოს კი მისი წარმოება დაიწყო კიროვის ქარხანაში ქალაქ ლენინგრადში, მას შეიარაღებაში მოკლე 76,2მმ ქვემეხი ჰქონდა და რამდენიმე 7,62მმ ტყვიამფრქვევი, სულ 503 ასეთი ტანკი გამოვიდა ხოლო სერიულ წარმოებაში ის 8 წლის განმავლობაში იყო. მან ბრძოლებში ბევრი გამარჯვება არ მოუპოვებია თუმცა მან დიდი როლი ითამაშა საერთო ჯამში საბჭოთა სამხედრო ტექნიკის განვითარებაში და მასზე არაერთი საინტერესოა რამაა შექმნილი.

საბრძოლო ისტორია რედაქტირება

მისი პირველი დიდი რაოდენობით გამოყენება მოხდა ზამთრის ომის დროს სადაც მას იყენებდნენ ფინელების საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად სწორედ ამ დროს დაიწყო მისი პირველი მოდიფიცირებული ვარიანტების გამოშვება,პირველად მისი ჯავშანი ფრონტალურად 50მმ დან 80მმ გაიზარდა ხოლო გვერდების კი 40მმ მდე რაც იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერია,სწორედ ესეთო მოდიფიცირებული ტანკებით გადალახა ფინელების ყველა დაცული ადგილი მანერჰეიმის ხაზი - სადაც ყველა ფორთიფიცირებული ნაგებობა გაანადგურა.

1941 წელი.პანზერის მიერ განადგურებული T-28

რუსი ისტორიკოსის მ.კომოლეტცის წიგნში სტალინის მონსტრი წერია რომ სულ ზამთრის ომის დროს გამოიყენეს 200 T-28 მათგან 20 დაკარგეს (მათ შორის 2 ალაფად დარჩათ ფინელებს) ხოლო თითქმის ყველა დაზიანებული ტანკი მალევე შეაკეთეს კიროვის ქარხანაში. საბჭოთა არმიის შეიარაღებაში ოპერაცია ბარბაროსა - ს დროს სულ ჰყავდა 411 T-28 რომლებიც ომის დაწყებისთანავე 2-3 თვეში უმეტესობა განადგურდა ან ტექნიკური პრობლემების გამო გაფუჭდა ხოლო დარჩენილები კი გადამალეს ლენინგრადის და მოსკოვი - ს დასაცავად 1941 წელს,მათ მცირე რაოდენობით იყენებდნენ მოწინააღმდეგის ჯარებიც. დღევანდელ დღეს სულ 3 ასეთი ტანკი დარცა ამათგან 2 ფინეთშია (ერთი აფეთქებული აღადგინეს ფინურ კამუფლიაჟში) პაროლას მუზეომში ხოლო 1 კი მოსკოვში.

შეფასება რედაქტირება

T-28 - ა 1941 წლამდე საკმაოდ ძლიერ ტანკად რჩებოდა,მისი მიზეზი კი იყო რომ მთელს ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ეს ტანკი იყო თანამედროვე რადგან ევროპის ტანკმშენებელ ქვეყნებს მაგალითად საფრანგეთს ჰყავდათ საკმაოდ დიდი რაოდენობით და საკმაოდ მოძველებული FT-17 ხოლო რეიხსვერს კი საერთოდ ტანკი არ გააჩნდა.

ასევე ამ ტანკში ბევრი თანამედროვე დეტალი იყო გამოყენებული კერძოდ დამატებული ჰქონდა რადიოები ასევე მძიმე ტყვიამფრქვევი მის კოშკურაზე,მეორე მსოფლიო ომამდე კი მას ჯავშანი გაუძლიერდა და გაუხადეს 80მმ,ასევე 80მმ ჰქონდა გერმანულ Panzer IV - ს,თუმცა მას ძალიან ცუდი საკიდრები ჰქონდა ასევე ძალიან ცუდი ტრანსმისია და ძრავა რაც ძალიან შემაწუხებელი იყო თუმცა ყველაზე ცუდი კი იყო რომ ის ძალიან არა მობილური იყო Panzer IV შედარებით,შეირაღებაში და ჯავშანში ფაქტობრივად ერთნაირი აქვთ თუმცა Panzer IV ს აქვს მოდერნიზაციის დიდი პოტენციალი რასაც ვერ ვიტყვით T-28 -ზე რომელიც ამ მხრივ ძალიან ღარიბი იყო. მათ დიდი დამარცხება იწვნიეს ზამთრის ომის დროს კერძოდ 20 სატანკო ბრიგადამ რომლებიც ამ ტანკებით იყვნენ შეიარაღებულნი რომლებსაც ევალებოდათ ქვეითების მხარდაჭერა.

ვარიანტები რედაქტირება

  • Т-29 - ექსპერიმენტული ვერსია რომელიც Т-28 - ის ბაზაზე იყო შექმნილი,მას შეიარაღებაში КТ-28 ტიპის 76,2მმ ქვემეხი ჰქონდა და 4-5 ტყვიამფრქვევი დტ
  • ИТ-28 - საინჟინრო ხიდგამშლელი მანქანა რომელიც 1936-40 დაპროექტდა,მას შეეძლო 13,3 მ ხიდის გაშლა 3 - 5 წუთში და შეეძლო გაევლო მასზე 50 ტონიან ტანკს ხოლო თვითონ 24ტ იწონიდა ,მას შეიარაღებაში 2 ДТ ჰქონდა
  • СУ-8 - თვითმავალი საარტილერიო დანადგარი რომელიც შექმნილი იყო Т-28 - ის ბაზაზე.შეიარაღებაში 76მმ ქვემეხი და 1 დტ ჰქონდა,მხოლოდ 1 ეგზემპლარი გამოვიდა
  • 152,4-мм თვითმავალი ნაღმმტყორცნი - Т-28 შასზე ჰქონდა 152,2მმ ნაღმმტყორცნი და 2 დტ
  • 152,4-мм სანაპირო დაცვის ქვემეხი (1933) - 152,4მმ Б-10 საზღვაო ქვემეხი დაყენებული იყო Т-28 - ის შასზე
  • Су-14 და Су-14-1 — თვითმავალი საარტლერიო დანადგარი. რომელიც შეიქმნა Т-28 და Т-35. შეიარაღებაში ჰქონდა: 203-мм ჰაუბიცა Б-4 ან 152,4-мм საზღვაო Б-10. მხოლოდ საცდელი ვერსიად დარჩა
  • МБВ — დაჯავშნული ვაგონი. შეიქმნა Т-28 ის ქვემეხებით. შეიარაღებაში ჰქონდა: 2 76,2-мм ქვემეხი КТ-28 (ან Л-11), 8 ტყვიამფრქვევი ДТ და 4 ტყვიამფრქვევი «Максим». მხოლოდ 2 ეგზემპლარი გამოვიდა
  • Т-112 - საცდელი საშუალო ტანკი რომელიც ჟ.კოტინმა შექმნა 1938 წელს

ოპერატორები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=T-28&oldid=4447378“-დან