Stop (პინკ ფლოიდის სიმღერა)

პინკ ფლოიდის სიმღერა

Stop“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. მისი ავტორია როჯერ უოტერსი.[1][2] სიმღერა შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.

„Stop“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
გამომცემელი Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი არტ-როკი
ხანგრძლივობა 0:30
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

სიუჟეტი რედაქტირება

ალბომის პერსონაჟი პინკი დაღლილია ფაშისტის როლით და მისი ჰალუცინაციას დასასრულს უახლოვდება. მას საკუთარი თავი სასამართლოზე გაჰყავს.

როჯერ უოტერსი:

აზრი ის არის, რომ ნარკოტიკის ეფექტი იკარგება და „Waiting for the Worms“-ში იგი აქეთ-იქით ისვრის საკუთარ თავს - რეალური პიროვნებიდან სხვა პიროვნებაში, რომელიც ელოდება ჭიების გამოჩენას, რათა გაანადგუროს ყოველივე, პასუხად იმაზე, თუ როგორ მოექცნენ და სრულ ილოზაციაზე. საბოლოოდ კი ეს ტირანია მისთვის ზედმეტია და იგი ამბობს - „შეჩერდით“.

ფილმის ვერსი რედაქტირება

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ სიმღერის სტრიქონებს ასრულებს ბობ გელდოფი, გამოკეტილი საპირფარეშოში. თავისი წიგნიდან იგი კითხულობს კიდევ ორ ლექსს - „Your Possible Pasts“ (ალბომიდან The Final Cut) და „5:11 AM (The Moment of Clarity)“ (უოტერსის პირველი სოლო-ალბომიდან The Pros And Cons Of Hitch Hiking).

საკონცერტო ვერსიები რედაქტირება

როგორც ჯგუფის, ასევე როჯერ უოტერსის 2010-2013 წლების კონცერტებზე სიმღერის შესრულებისას სცენა ბნელდებოდა და რჩებოდა მხოლოდ თოჯინა, რომელიც პინკს განასახიერებდა. The Wall-ის 1990 წლის დადგმაზე, ბერლინში, როჯერ უოტერსმა უბრალოდ გაიძრო უნიფორმა, შებრუნდა და დაიმალა კედლის მიღმა.

პერსონალი რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia (მესამე გამოცემა). ISBN 1-894959-24-8.

სქოლიო რედაქტირება

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. 3.0 3.1 ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, p. 109.