Stockholm Records — შვედური მუსიკალური ლეიბლი, Universal Music Group-ის ფილიალი, დაარსებული 1992 წელს. ძირითადად გამოსცემს პოპ-შემსრულებლების ჩანაწერებს, მაგალითად Army of Lovers-ის და E-Type-ის.

Stockholm Records
მშობელი Universal Music Group
დაარსდა (1992 (1992))
დააარსა ოლა ჰუკანსონი
ალექსანდერ ბარდი
დისტრიბუტორ(ებ)ი PolyGram
ჟანრი სხვადასხვა
ქვეყანა შვედეთი

მიმოხილვა რედაქტირება

ლეიბლი დაარსდა 1992 წელს ოლა ჰუკანსონის და ალექსანდერ ბარდის მიერ, PolyGram-თან ერთად. ისინი კომპანიას მართავდნენ პირველი ექვსი წლის განმავლობაში. ლეიბლზე გამოდიოდა Army of Lovers-ის, The Cardigans-ის, A-Teens-ის, E-Type-ის და ლიზა მისკოვსკის ჩანაწერები. აგრეთვე აღსანიშნავია ლეიბლთან იუჰან რენკის თანამშრომლობა, რომელიც გამოდიოდა „Stakka Bo“-ს ფსევდონიმით, თუმცა მოგვიანებით უფრო ცნობილი გახდა, როგორც მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი. ლეიბლის ხმის ინჟინერი იყო იუჰან ლაგერლოფი.

საკუთარი წვლილი ჰუკანსონმა და ბარდმა 1998 წელს Universal Music Group-ს მიჰყიდეს, მოგვიანებით კი კომპანია შეუერთდა Universal Music, როგორც დამოუკიდებელი ხმისჩამწერი ლეიბლი.[1]

Stockholm Records-ს ხშირად ახსენებენ, როგორც ევროპის სხვა კომპანიების მოდელს.

სქოლიო რედაქტირება