Standing on the Shoulder of Giants — ინგლისური როკ-ჯგუფ Oasis-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2000 წლის 28 თებერვალს. იგი წარმოადგენს ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში რიგით მე-16 ყველაზე გაყიდვად ალბომს. მინიჭებული აქვს ორმაგი პლატინის სტატუსი [6] და აშშ-ში გაყიდულია 208.000 ასლის ოდენობით.[7][8] მიუხედავად იმისა, რომ იგი არის ჯგუფის რიგით მეოთხე #1 ალბომი ბრიტანეთში, ამჟამად ის Oasis-ის ყველაზე ნაკლებად გაყიდვადი დისკია.

Standing on the Shoulder of Giants
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 28 თებერვალი 2000
ჩაიწერა აპრილი-აგვისტო 1999, საფრანგეთი და ლონდონი, ინგლისი, სტუდიები Olympic Studios, Supernova Heights და Wheeler End Studios
ჟანრი ალტერნატიული როკი, ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 47:51
ლეიბლი Big Brother, Epic
პროდიუსერი მარკ სტენტი, ნოელ გალაგერი
Oasis — ქრონოლოგია
The Masterplan
(1998)
Standing on the Shoulder of Giants
(2000)
Familiar to Millions
(2000)
სინგლები ალბომიდან Standing on the Shoulder of Giants
  1. „Go Let It Out“
    გამოცემის თარიღი: 7 თებერვალი 2000
  2. „Where Did It All Go Wrong?“
    გამოცემის თარიღი: 29 თებერვალი 2000
  3. „Who Feels Love?“
    გამოცემის თარიღი: 17 აპრილი 2000
  4. „Sunday Morning Call“
    გამოცემის თარიღი: 3 ივლისი 2000
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars [1]
Entertainment Weekly(B) [2]
NME6/10 stars [3]
Q4/5 stars October 2000
რობერტ კრისტგოუ(არავითარი) [4]
Rolling Stone3/5 stars [5]

1999 წელს, რომელიც ამ ალბომის გამოცემას წინ უსწრებდა, ალან მაკ-გიმ დახურა ლეიბლმა Creation Records და Oasis დატოვა ორმა წევრმა - პოლ ართურსმა და პოლ მაკ-გიგენმა. კოლექტივს შეუერთდა ახალი პროდიუსერი მარკ სტენტი, რომელიც ოუენ მორისს ჩაენაცვლა.

ალბომი წარმოადგენს თანამედროვე ფსიქოდელიური როკის მაგალითს, რომელშიც გამოიყენება დასარტყმელი საკრავების ციკლები, ელექტრონული სიტარი, მელოტრონი, სინთეზატორები და უკუღმა აჟღერებული გიტარების ხმები, რაც შედეგად უფრო ელექტრონული და ფსიქოდელიური როკის ელემენტების მქონე ალბომად აქცია. სიმღერებში „Go Let It Out“, ინდური მუსიკის გავლენით დაწერილ „Who Feels Love?“-სა და და პროგრესულ „Gas Panic!“-ში შეიმჩნევა ცვლილება ჯგუფის ადრეული სტილისგან. „Fuckin' in the Bushes“ ითვლება ჯგუფის სიმღერად, რომელშიც Oasis ყველაზე ახლოს მიუახლოვდა მძიმე როკის ჟანრს.[9]

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — ნოელ გალაგერი, გარდა მითითებულისა.

#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Fuckin' in the Bushes“ 3:18
2.„Go Let It Out“ 4:38
3.„Who Feels Love?“ 5:44
4.„Put Yer Money Where Yer Mouth Is“ 4:27
5.„Little James“ლიამ გალაგერი4:15
6.„Gas Panic!“ 6:08
7.„Where Did It All Go Wrong?“ 4:26
8.„Sunday Morning Call“ 5:12
9.„I Can See a Liar“ 3:12
10.„Roll It Over“ 6:31
იაპონური გამოცემის დამატება[10]
#სახელწოდებახანგრძლივობა
11.„Let's All Make Believe“3:54

სქოლიო რედაქტირება

  1. Standing on the Shoulder of Giants AllMusic-ზე
  2. Browne, David. (3 March 2000) Standing on the Shoulder of Giants Review | Music Reviews and News. EW.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 27 January 2013.
  3. NME Album Reviews - Standing On The Shoulder Of Giants. Nme.Com (24 February 2000). ციტირების თარიღი: 27 January 2013.
  4. CG: Oasis. Robert Christgau. ციტირების თარიღი: 27 January 2013.
  5. Kot, Greg. (16 March 2000) Standing on the Shoulder of Giants | Album Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 27 January 2013.
  6. Standing on the Shoulder of Giants certification დაარქივებული 2007-10-30 საიტზე Wayback Machine. . British Phonographic Industry. Accessed on 25 January 2009.
  7. Downey, Ryan J. "Oasis Set Up U.S. Tour Whether Liam Likes It Or Not". mtvnews.com. 16 May 2002.
  8. Trust, Gary. "Ask Billboard: "English Beat". billboard.com. 23 January 2009.
  9. Oasis - Standing On The Shoulder Of Giants CD Album. Cduniverse.com (2000-02-29). ციტირების თარიღი: 2012-01-07.
  10. „Oasis (オアシス) - Standing On The Shoulder Of Giants“. hmv.co.jp (Japanese). ციტირების თარიღი: 13 February 2012.