St. Angerამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი და მეორე სიმღერა მათივე 2003 წლის ამავე სახელწოდების სტუდიური ალბომიდან. მან მიიღო გრემი საუკეთესო მეტალ შესრულებისთვის გრემის 46-ე დაჯილდოების ცერემონიალზე და ნომინირებული იყო ასევე კატეგორიაში საუკეთესო როკ ვიდეო 2003 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.[1][2]

„St. Anger“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან St. Anger
B-მხარე Commando, Today Your Love, Tomorrow the World, Now I Wanna Sniff Some Glue, Cretin Hop, We're a Happy Family
გამოსვლის თარიღი 27 მაისი, 2003
ჩაიწერა 2002 წლის მაისი-2003 წლის აპრილი
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 7:21
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი კირკ ჰემეტი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
ბობ როკი
პროდიუსერი ბობ როკი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„I Disappear“
(2000)
St. Anger
(2003)
„Frantic“
(2003)
აუდიომაგალითი
yes

ტექსტი „Fuck it all and fuckin' no regrets, I hit the lights on these dark sets“ აშკარად მიემართება მეტალიკის ორ ადრინდელ სიმღერას: Damage Inc (ალბომიდან Master of Puppets) და Hit The Lights (Kill 'Em All-დან).

სიმღერამ გამოყენება პოვა სპორტში, კერძოდ კი იგი წარმოადგენდა World Wrestling Entertainment-ის თემას 2003 წლის SummerSlam-ის განმავლობაში; მუსიკალური ვიდეო შეტანილი იქნა ინტერაქტიულ DVD-ში.

მუსიკალური ვიდეო რედაქტირება

St. Anger-ის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორებიც არიან ძმები მელოიები, გადაღებული იქნა სან ქუენტინის შტატის ციხეში, კალიფორნია. ჯგუფი უკრავს სხვადასხვა ადგილებზე ციხეში ასეულობით აღფრთოვანებული პატიმრის წინაშე.[3] იგი წარმოადგენს მეტალიკის პირველ მუსიკალურ ვიდეოს, რომელშიც ახლად აყვანილი ბასისტი რობერტ ტრუჰილო მონაწილეობს, რომელიც ზუსტად გადაღების წინ დაემატა ჯგუფს.[4]

ვიდეო იწყება მეტალიკის დრამერის რიტმული დაკვრით და მისი სიტყვებით „En, to, tre, fire!“ რომელიც ითარგმნება დანიურიდან როგორ „ერთი, ორი, სამი, ოთხი!.“ ვიდეოს დასრულებისას ეკრანზე ჩანს წარწერა:

  (ინგლისური)
„For all the souls impacted by San Quentin, your spirit will forever be a part of Metallica.“
  (ქართული)
„ყველა დაცემული სულისთვის სან ქუენტინის მიერ, თქვენი სული ყოველთვის იქნება მეტალიკის ნაწილი.“
(მეტალიკა - St. Anger, მუსიკალური ვიდეო)

[5]

სიმღერების სია რედაქტირება

CD სინგლი 1

  1. St. Anger
  2. Commando (Ramones-ის ქავერი) - 1:48
  3. Today Your Love, Tomorrow the World (Ramones-ის ქავერი) - 2:13

CD სინგლი 2

  1. St. Anger
  2. Now I Wanna Sniff Some Glue (Ramones-ის ქავერი)
  3. Cretin Hop (Ramones-ის ქავერი)
  4. St. Anger - მუსიკალური ვიდეო

7-იანი ვინილის სინგლი

  1. St. Anger
  2. We're a Happy Family (Ramones-ის ქავერი) - 2:20

პრომო სინგლი

  1. St. Anger (რედაქტირებული)
  2. St. Anger (სრული)

პერსონალი რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Metallica still rolling out tour dates behind 'St. Anger'. LiveDaily (2004-03-01). ციტირების თარიღი: 2008-05-12.
  2. ჯილ კაუფმენი. (2003-08-25) The Rap On The Best Rock Video Nominees. MTV News. ციტირების თარიღი: 2008-05-12.
  3. რეჟისორი ბრენდან მელოი განიხილავს მეტალიკის St. Anger-ის მუსიკალურ ვიდეოს. BLABBERMOUTH.NET (2003-07-31). ციტირების თარიღი: 2008-05-12.
  4. მეტალიკა უკრავს სან ქუენტინის ციხეში. contactmusic.com. ციტირების თარიღი: 2008-05-12.
  5. St. Anger, მუსიკალური ვიდეო YouTube-ზე