Smile (დეივიდ გილმორის სიმღერა)

(გადამისამართდა გვერდიდან Smile (დევიდ გილმორის სიმღერა))

Smile“ (სამუშაო სახელწოდება „Donkey Pooh Song“) — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის სიმღერა და სინგლი, გამოცემული 2006 წლის 13 ივნისს.

„Smile“
სინგლიდეივიდ გილმორი
ალბომიდან On an Island
B-მხარე Island Jam
გამოსვლის თარიღი 2006
ჟანრი პროგრესული როკი, ბლუზ როკი, არტ როკი
ხანგრძლივობა 4:03
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი
პროდიუსერი დეივიდ გილმორი, ფილ მანზანერა, კრის თომასი
დეივიდ გილმორი — სინგლების ქრონოლოგია
„On an Island“
(2006)
Smile
(2006)
„Arnold Layne“
(2006)

ეს სიმღერა დაიწერა 1990-იანი წლების ბოლოს და პირველად პირველად შესრულდა დეივიდის 2001 და 2002 წლების აკუსტიკურ კონცერტებზე. გილმორმა იგი ასე წარადგინა: „ეს სიმღერა ახალია, ასე რომ, თუ ბუტლეგებს იწერთ, ახლავე ჩართეთ თქვენი მოწყობილობები.“ სიმღერის საბოლოო ვერსია ჩაწერილი იქნა მის სტუდიაში Astoria და შეტანილი იქნა 2006 წლის ალბომში On an Island.

ალბერტ ჰოლში სამი საღამოს მანძილზე ყველა სკამზე განთავსებული იყო კონვერტები სინგლის ყდით. მსურველს შეეძლო სიმღერის iTunes-იდან ჩამოტვირთვა, მისი ამ კონვერტში განთავსება და საკუთარ კოლექციაში დამატება. ყველა კონვერტს ახლდა უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.

სინგლში ასევე შეტანილია Island Jam[1], რომელიც თავდაპირველად უფასოდ იყო განთავსებული დეივიდის ოფიციალურ საიტზე.

სიმღერების სია რედაქტირება

  1. Smile - 4:06
  2. Island Jam — 6:33

სქოლიო რედაქტირება