ნანდუსებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Rheidae)

ნანდუსებრნი (ლათ. Rheidae) — ფრინველთა ოჯახი ნანდუსნაირთა რიგისა. მოიცავს ერთი თანამედროვე გვარის ორ სახეობას, რომლებიც გავრცელებულნი არიან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ არგენტინაში, ჩილეში, პარაგვაიში, ურუგვაიში, ბრაზილიასა და ბოლივიაში, მცირედ — პერუშიც. მათი სიმაღლე საშუალოდ 1,4–1,5 -მდე, ხოლო წონა 30–50 კგ-მდეა. ბინადრობენ როგორც დაბლობებზე, ასევე მაღალ მთაში, მათ შორის ანდებში. აღწევენ ზღვის დონიდან 4500 -მდე. ფორმით სირაქლემებს წააგვანან. პოლიგამები არიან. ცხოვრობენ ჯგუფებად, სადაც ერთი მამალი და 5–7 დედალია. დებენ 15–40 კვერცხს. იკვებებიან მცენარეებით, მათი ფესვებითა და ნაყოფით, თესლით, მწერებითა და მცირე ხერხემლიანებით.

ნანდუსებრნი

დარვინის ნანდუ (Pterocnemia pennata)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rheidae (Bonaparte, 1853)

გვარები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Наумов С. П. Зоология позвоночных. — М.: Просвещение, 1982. — 464 с.
  • Josep del Hoyo et al. Handbook of the Birds of the World, Band 1 (Ostrich to Ducks). Lynx Edicions, 1992. — ISBN 84-87334-10-5.