Resident Evil 6, იაპონიაში ცნობილია, როგორც Biohazard 6 (იაპონ. バイオハザード6) — მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს რიგით მეცხრე ძირითად თამაშს „Resident Evil“-ის სერიიდან. გამოვიდა 2012 წლის 2 ოქტომბერს PlayStation 3-ის და Xbox 360-ის პლატფორმებისთვის, Microsoft Windows-ზე გამოიცა ცოტა მოგვიანებით, 2013 წლის 22 მარტს.

Resident Evil 6
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
ძრავა MT Framework
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
2 ოქტომბერი, 2012
  • PlayStation 3 & Xbox 360
    WW 2 ოქტომბერი, 2012[1]
    იაპ 4 ოქტომბერი, 2012
    Microsoft Windows
    ავს 21 მარტი, 2013
    WW 22 მარტი, 2013
    PlayStation 4 & Xbox One
    WW 29 მარტი, 2016
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო, მესამე პირის შუტერი[2][3][4]
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ეიიტირო სასაკი
პროდიუსერ(ებ)ი ჰიროიუკი კობაიასი, იოსიაკი ჰირაბაიასი
დიზაინერ(ებ)ი ძირო ტაოკა
პროგრამისტ(ებ)ი სოძი სეტა
მხატვარი ტომონორი ტაკანო
სცენარისტი სოტარო სუგა
კომპოზიტორი აკიჰირო ნარიტა

სიუჟეტი მიმდინარეობს რაკუნ-სიტის ინციდენტიდან 15 წლის შემდეგ, 2012-2013 წლებში, ოთხი პერსონაჟის, კრის რედფილდის, ლეონ სკოტ კენედის, ადა ვონგისა და ჯეიკ მიულერის გარშემო, რომელთა მიზანია მსოფლიოს დაცვა ბიოტერორისტების მასიური თავდასხმისგან.

Resident Evil 6“ არის მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის თამაში, მესამე პირის ხედვით. მოთამაშეს შეუძლია ოთხი ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟიდან აირჩიოს ერთ-ერთი, სადაც თვითოუელს გააჩნია განსხვავებული ისტორია[5] და შესაძლებლობები[5] და ძირითადად მოიცავს ბრძოლას ზომბებთან, რომელებსაც კბენის გარდა შეუძლიათ სხვადასხვა იარაღების გამოყენება. მოთამაშეს ჰყავს საკუთარი პარტნიორი, რომელიც შეიძლება იმართებოდეს როგორც ხელოვნური ინტელექტით, ასევე სხვა მოთამაშის მიერ ონლაინის საშუალებით. „Resident Evil“ 6-ში წარმოდგენილია ახალი ინოვაციები და გეიმპლეის მექანიკა, როგორიც არის სროლა სირბილის ან ხოხვის დროს.[6] წინა ნაწილებთან შედარებით გაუმჯობესებულია ხელჩართული ბრძოლის სისტემა. თამაშს ახასიათებს 4 მოთამაშიანი კოოპერატიული რეჟიმი,[7] რაც ნიშნავს იმას, რომ, როდესაც მოთამაშე იმყოფება ერთმოთამაშიან რეჟიმში, მას შეუძლია სხვა მოთამაშეს ნება დართოს შემოუერთდეს ონალინის მეშვეობით.[8]

თამაშის შექმნა დაიწყო 2010 წელს[9]და მუშაობდა დაახლოებით 600 ადამიანი. შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ჰიროიუკი კობაიასი. დეველოპერებმა თამაშის ჟანრი განსაზღვრეს როგორც „დრამატული საშინელება“. ოფიციალური ტრეილერი ნაჩვენები იქნა 2012 წლის 19 იანვარს. E3 2012-ის Microsoft-ის პრესკონფერენციაზე მოხდა თამაშის გეიმპლეის პირველი დემონსტრაცია.[10] სათამაშო დემო გამოსცეს 2012 წლის 5 სექტემბერს Xbox 360-სა და PlayStation 3-ზე.[11] პირველი დემო ვერსიის გაკრიტიკების შედეგად Capcom-მა გამოუშვა მეორე დემო ვერსია, სადაც გაუმჯობესებული იყო გეიმპლეის ელემენტები.[12] საბოლოო ჯამში თამაშმა მზის შუქი იხილა 2012 წლის 2 ოქტომბერს. PlayStation 4 და Xbox One-ზე ხელახლა გამოვიდან 2016 წლის 29 მარტს, გაუმჯობესებული გრაფიკით და თან ახლდა ყველა არსებული გადმოტვირთვადი კონტენტი.[13]

Resident Evil 6“-მა მიიღო შერეული შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. ზოგიერთმა მიმოხილველმა შეაქო თამაშის სიუჟეტი, დიზაინი,[14] გრაფიკა და ხელოვნური ინტელექტი, თუმცა გააკრიტიკეს survival horror-ის ჟანრიდან გადახვევის გამო. საერთო განხილვების საიტ Metacriti-ზე PS3 ვერსია ფლობს 74/100,[15] PC ვერსია 69/100,[16] ხოლო X360 — 67/100.[17] კრიტიკის მიუხეადავად, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად, საერთო ჯამში ყველა სისტემაზე გაყიდვების რაოდენობა შეადგენს 9.2 მილიონ ეგზემპლარს,[18] რითაც ის ითვლება Capcom-ის მეორე ყველაზე გაყიდვად თამაშად. 2017 წელს გამოვიდა გაგრძელება „Resident Evil 7: Biohazard“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „Resident Evil 6 PC dated and detailed“. New Game Network. 17დეკემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Jim Sterling. (1 ოქტომბერი, 2012) Destructoid Review: Resident Evil 6. Destructoid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2012.
  3. 3.0 3.1 Cooper, Hollander. GamesRadar Review: Resident Evil 6. Future plc (1 ოქტომბერი, 2012). ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2012.
  4. 4.0 4.1 Tim Turi. (1 ოქტომბერი, 2012) Game Informer: Resident Evil 6 - Incredible Co-op With A Few Kinks. Game Informer. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2012.
  5. 5.0 5.1 5.2 Totilo, Stephen. 17 Things About Resident Evil 6 That You Should Know. Kotaku (27 აგვისტო, 2012). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2016.
  6. 6.0 6.1 Gilbert, Ben. Resident Evil 6 to sport innovations like 'shooting whilst moving'. Engadget (15 თებერვალი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-30. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2016.
  7. 7.0 7.1 Matluef, Jeffrey. Resident Evil 6 Preview: Fear of the Unknown. Eurogamer (6 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2016.
  8. 8.0 8.1 George, Richard. (19 იანვარი, 2012) Resident Evil 6: Chris Redfield and Leon Kennedy Playable. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-02. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2012.
  9. 9.0 9.1 George, Richard. Six New Things We've Learned About Resident Evil 6. Ziff Davis (19 ივლისი, 2012). ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2016.
  10. 10.0 10.1 Staff, IGN, Debut trailer for RE 6 (19 იანვარი, 2012), IGN, დაარქივებულია 19 იანვარი, 2012.
  11. 11.0 11.1 Scammell, David. (31 იანვარი, 2012) Xbox 360 Dragon's Dogma includes access to Resident Evil 6 demo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი, 2012. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2012.
  12. 12.0 12.1 Parish, Jeremy. (14 ივლისი, 2012) The New Resident Evil 6 Demo Made Us Do a Double-Take. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2012.
  13. 13.0 13.1 Resident Evil 4, 5 and 6 coming to PS4 and Xbox One. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2016.
  14. 14.0 14.1 McCaffrey, Ryan. Why I Hate the Resident Evil 6 Demo. Ziff Davis (7 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2016.
  15. 15.0 15.1 Resident Evil 6 for PlayStation 3 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2012.
  16. 16.0 16.1 Resident Evil 6 for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2013.
  17. 17.0 17.1 Resident Evil 6 for Xbox 360 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2012.
  18. 18.0 18.1 Platinum Titles.