Real Love (The Beatles-ის სიმღერა)

ჯონ ლენონის სიმღერა
(გადამისამართდა გვერდიდან Real Love (ჯონ ლენონის სიმღერა))

Real Love“ — ჯონ ლენონის მიერ დაწერილი სიმღერა. 1979 და 1980 წელს ჩაიწერა მისი ექვსი დუბლი. მან ასევე შექმნა სიმღერა „Real Life“, რომელიც Real Love-ს შეუერთდა. 1988 წლამდე სიმღერას ყურადღებას არ უთმობდნენ, მაგრამ იგი მოხვდა დოკუმენტურ ფილმში „Imagine: John Lennon“.

„Real Love“
სიმღერაჯონ ლენონი
ალბომიდან Imagine: John Lennon
გამოსვლის თარიღი 10 ოქტომბერი 1988
ჩაიწერა ოქტომბერი, 1979, ნიუ-იორკი
ხანგრძლივობა 2:48
ხმისჩამწერი ლეიბლი
ავტორ(ებ)ი ჯონ ლენონი
პროდიუსერი
„Real Love“
სინგლიThe Beatles
ალბომიდან Anthology 2
გამოსვლის თარიღი 4 მარტი 1996
ჩაიწერა ივლისი 1980, ბერმუდის კუნძულები
თებერვალი, 1995 ჰოგ-ჰილის წისქვილი, იკლსემი, სასექსი, ინგლისი
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 3:54
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი ჯონ ლენონი
პროდიუსერი ჯორჯ ჰარისონი, პოლ მაკ-კარტნი, რინგო სტარი, ჯეფ ლინი
The Beatles-ის სინგლების — ქრონოლოგია
„Free as a Bird“
(1995)
Real Love „Now and Then“
(2023)
აუდიომაგალითი
მუსიკალური ვიდეო
„Real Love“ YouTube-ზე

შემდგომში სიმღერა გადამუშავდა ჯგუფ The Beatles-ის სამი დარჩენილი წევრის, პოლ მაკ-კარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის მიერ. 1995 წელს მათ მიერ ასევე დამუშავდა ლენონის კიდევ ერთი დაუსრულებელი სიმღერა, „Free as a Bird“. „Real Love“ გამოვიდა რამდენიმე ქვეყანაში The Beatles-ის სინგლის სახით 1996 წელს და მოხვდა ალბომში Anthology 2. ეს არის დღეისათვის ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, მოხვედრილი აშშ-ის საუკეთესო 40-ეულში.

„Real Love“ არ გაჟღერებულა BBC-ს Radio 1-ის ეთერში, რამაც გამოიწვია როგორც ჯგუფის მოყვარულთა, ასევე ბრიტანეთის პარლამენტის კრიტიკა.

რინგო სტარი იხსენებდა, რომ სიმღერის ჩაწერის პროცესი რთული არ იყო, გამოიყურებოდა ბუნებრივად და ემოციურად. მისივე თქმით, ეს იყო დასასრული და ჯგუფს The Beatles-ის სახით არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება