Raphael (იაპონ. ラファエル) — იაპონური Visual kei როკ-ჯგუფი, რომელიც 1997 წელს შეიქმნა, როდესაც მისი წევრები მხოლოდ 15 წლის იყვნენ.[1] ისინი დაიშალნენ 2001 წელს, გიტარისტი კაზუკის გარდაცვალების შემდეგ, 19 წლის ასაკში.[2] 2012 წელს, ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა აღადგინეს Raphael ორი კონცერტისთვის, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს.[3][4]

Raphael
ბიოგრაფია
წარმოშობა იაპონია
აქტიური 1997–2001, 2012
ლეიბლ(ებ)ი Sony, For Life Music, Universal
წევრები იუკი
იუკიტო
ჰირო
ყოფილი წევრები კაზუკი
საიტი raphael.jp

ბიოგრაფია რედაქტირება

Raphael 1997 წელს შექმნა ბასისტმა იუკიტომ, მას შემდეგ, რაც შემოიერთა გიტარისტი კაზუკი (იაპონ. 華月?), ვოკალისტი იუკი და ბოლოს, დრამერი ჰირო.[5] პირველი კონცერტი მათ 10 დეკემბერს ჩაატარეს. მათი პირველი ალბომი Lilac გამოვიდა 1998 წელს, რასაც მოჰყვა ვიდეოს გამოცემაც. ისინი Oricon-ის ჩარტებში პირველად მაშინ მოხვდნენ, როდესაც სიმღერა „Yume Yori Suteki na“ გამოყენებული იქნა TBS-ის შოუსთვის Kyaiin Kanbyou no Megumi no Heart (იაპონ. キャイーン・寛平の女神のハート?). ერთ დღეში მათ გამოუშვეს ორი სინგლი, აქედან ერთმა 37-ე ადგილს მიაღწია, მეორემ კი - 38-ეს.[6]

1999 წელს მათი ძირითადი ლეიბლის დებიუტმა, "Hanasaku Inochi Aru Kagiri",[1] Oricon-ის ჩარტებში 25-ე ადგილს მიაღწია.[6] მათ თავიანთი პირველი შოუ გამართეს Nippon Budokan-ზე 2000 წლის მარტში.[4]

2000 წლის 31 ოქტომბერს გიტარისტი და მთავარი კომპოზიტორი კაზუკი გარდაიცვალა ტრანკვილიზატორის გადაჭარბებული დოზისგან.[2] 2001 წლის იანვარში, ქვეყნის მასშტაბით ტურის ჩატარების შემდეგ, Raphael-ის წევრებმა გადაწყვიტეს, ჯგუფი დაეშალათ.[4] იუკიმ და ჰირომ ჩამოაყალიბეს ჯგუფი Rice, ხოლო იუკიტომ - Black Love.[5]

მოგვიანებით რაფაელის სიმღერის "Yume Yori Suteki na" ქავერი, რომელიც ჯგუფმა Dog in the Parallel World Orchestra შეასრულა, შევიდა ნაკრებში Crush! -90's V-Rock Best Hit Cover Songs-. ალბომი გამოვიდა 2011 წლის 26 იანვარს და მასში შესულია თანამედროვე ვიზუალ კეი ჯგუფების მიერ შესრულებული იმ სიმღერების ქავერები, რომლებიც 90-იან წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალ კეი მიმდინარეობისთვის.[7]

2012 წლის 17 აპრილს გამოცხადდა, რომ ჯგუფის დარჩენილი წევრები: იუკი, იუკიტო და ჰირო აპირებდნენ რაფაელის აღდგენას ორი ღამით, 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს Zepp Tokyo-ზე.[3][4] იუკიმ განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2010 წელს, კაზუკის საფლავის მონახულებისას მიიღო.[3][4] შოუში მონაწილეობდნენ Anchang (Sex Machineguns), Lida (Dacco, Psycho le Cému), Sakito (Nightmare) და Yumehito (AYABIE) როგორც მიწვეული გიტარისტები. [8] მათ შოუს პირველ დღეს გამოუშვეს სინგლი სახელწოდებით "Raphael -Starring Kazuki-". ეს იყო ხელახალი ჩანაწერი რაფაელის 1999 წლის ჰიტად ქცეული სინგლისა "Eternal Wish (Todokanu Kimi e)" რომელიც ასევე მოიცავდა თავდაპირველად გამოუცემელ სიმღერებს "Dear", "Haikei Nervous" და "Elf no Yuutsu".[9] ჩატარებული ორი კონცერტის ორდისკიანი საკონცერტო ალბომი სახელწოდებით Tenshi no Hinoki Butai გამოვიდა 26 დეკემბერს და მოიცავდა 30 სიმღერას.[10]

წევრები რედაქტირება

ყოფილი წევრები
  • კაზუკი ვატანაბე – ელექტრო გიტარა, წამყვანი და რითმ გიტარა, ბეკ-ვოკალი, ძირითადი კომპოზიტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი

დისკოგრაფია რედაქტირება

ალბომები და მინი-ალბომები
  • Lilac (7 აპრილი, 1998)
  • Mind Soap (1 დეკემბერი, 1999) Oricon Album Chart Weekly Top Position: 30[11]
  • Sotsugyô (იაპონ. 卒業?, 23 მარტი, 2000) 50[11]
  • Fumetsu Hana (იაპონ. 不滅華?, 21 თებერვალი, 2001) 17[11]
  • Raphael Singles (1 აგვისტო, 2001, კომპილაციური ალბომი) 25[11]
  • Tenshi no Hinoki Butai (26 დეკემბერი, 2012, საკონცერტო ალბომი) 133[11]
სინგლები
  • "White Love Story" (1 ნოემბერი, 1998)
  • "Sick (XXX Kanja no Karute)" (იაპონ. Sick~xxx 患者のカルテ~?, 20 თებერვალი, 1999)
  • "Sweet Romance" (29 აპრილი, 1999) Oricon Single Chart Weekly Top Position: 38[6]
  • "Yume Yori Suteki na" (იაპონ. 夢より素敵な?, 29 აპრილი, 1999) 37[6]
  • "Hanasaku Inochi Aru Kagiri" (იაპონ. 花咲く命ある限り?, 23 ივლისი, 1999) 25[6]
  • "Eternal Wish (Todokanu Kimi e)" (იაპონ. eternal wish~届かぬ君へ~?, 1 ოქტომბერი, 1999) 28[6]
  • "Promise" (20 ნოემბერი, 1999) 32[6]
  • "Lost Graduation" (2 თებერვალი, 2000) 40[6]
  • "Evergreen" (23 აგვისტო, 2000) 28[6]
  • "Akikaze no Rhapsody" (იაპონ. 秋風の狂詩曲?, 1 ნოემბერი, 2000) 24[6]
  • "Eternal Wish (Todokanu Kimi e)" (31 ოქტომბერი, 2012, re-recording) 24[6]
დემო ჩანაწერები
  • "Eternal Wish (Todokanu no Kimi e)" (24 დეკემბერი, 1997)

Home videos რედაქტირება

VHS
  • Lilac: Vision of Extremes (1 აგვისტო, 1998, PVs)
  • Lilac: Vision of Extremes II (20 სექტემბერი, 1999, PVs)
  • Pictorial Poem (24 მარტი, 2000, PVs)
  • Raphael Special Live "Graduation" -2000.3.4 Nippon Budokan- (23 აგვისტო, 2000, კონცერტი)
  • Forever and Ever (25 აპრილი, 2001, making of)
  • Pictorial Poem 2 (19 სექტემბერი, 2001, PVs)
  • Last (19 სექტემბერი, 2001, კონცერტი)
  • First (19 სექტემბერი, 2001, კონცერტი)
DVD
  • Forever and Ever (25 აპრილი, 2001, making of)
  • Raphael Clips (19 სექტემბერი, 2001, PVs)
  • Last (21 სექტემბერი, 2001, კონცერტი)
  • First (21 სექტემბერი, 2001, კონცერტი)
  • Tenshi no Hinoki Butai Dai Ichi Ya "Hakuchumu" (26 დეკემბერი, 2012, კონცერტი) Oricon DVD Chart Weekly Top Position: 45[12]
  • Tenshi no Hinoki Butai Dai Ni Ya "Kokuchumu" (30 იანვარი, 2013, კონცერტი) 26[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Raphael Artist Profile cdjournal.com. retrieved 2011-02-19
  2. 2.0 2.1 Google Music Artist Profile დაარქივებული 2009-03-09 საიტზე Wayback Machine. retrieved 2008-08-25
  3. 3.0 3.1 3.2 V系・Raphaelが12年ぶり復活! 華月さん13回忌ライブで“決着” Japanese. yahoo.co.jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-09. ციტირების თარიღი: 2012-04-07.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Raphael announces comeback live after 12 years. tokyohive.com. ციტირების თარიღი: 2012-04-07.
  5. 5.0 5.1 JaME profile. jame-world.com. ციტირების თარიღი: 2012-04-07.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 Oricon Singles Ranking oricon.co.jp. retrieved 2011-02-19
  7. '90s Visual Kei Cover Album. jame-world.com. ციტირების თარიღი: 2011-02-04.
  8. Three New Releases from Raphael. jame-world.com. ციტირების თარიღი: 2013-01-19.
  9. Raphael to release their first single in 12 years. tokyohive.com. ციტირების თარიღი: 2012-09-11.
  10. Raphael to release their first single in 12 years. cdjapan.co.jp. ციტირების თარიღი: 2013-01-19.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Oricon Albums Ranking oricon.co.jp. retrieved 2011-02-19
  12. 12.0 12.1 Oricon DVDs Ranking oricon.co.jp. retrieved 2013-01-19