PubMed — ინგლისურენოვანი სამედიცინო და ბიოლოგიური პუბლიკაციების ტექსტური მონაცემთა ბაზა, რომელიც შექმნილია ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის (NCBI) მიერ აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის (NLM) „ბიოტექნოლოგიის“ დარგის საფუძველზე[1]. PubMed-ის მთავარი შემადგენელია MEDLINE[2]. იგი პირველად წარდგენილი იქნა 1996 წლის იანვარში[3]. მისი ნახვა შესაძლებელია ცენტრალური საძებნი სისტემის — Entrez-ის საშუალებით, რომელიც მოიცავს PubMed-ს, PubChem-ს და სხვა მთავარ სამედიცინო მანაცემთა ბაზებს. შეიცავს დაახლოებით 25 მილიონ ციტირებას.

PubMed

ოფიციალური ლოგო
საიტი ოფიციალური საიტი
კომერციულობა არა
საიტის ტიპი სამეცნიერო გამოცემების მონაცემთა ბაზა
რეგისტრაცია არჩევითი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
გაეშვა 1996; 28 წლის წინ (1996)
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

PubMed სპეციალური ლიტერატურის მეშვეობით ახორციელებს სამედიცინო და ბიოლოგიური სტატიების დოკუმენტირებას, ასევე იძლევა წყაროებს მთლიანტექსტურ სტატიებზე. PubMed მოიცავს შემდეგი დარგების მონაცემებს: მედიცინა, სტომატოლოგია, ვეტერინარია, საერთო ჯანდაცვა, ფსიქოლოგია, ბიოლოგია, გენეტიკა, ბიოქიმია, ციტოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა და სხვა. დოკუმენტირებულია დაახლოებით 3800 ბიოსამედიცინო გამომცემლობა. ყოველწლიურად PubMed-ის მონაცემთა ბაზა იზრდება 500 000 დოკუმენტით. ძიება ხდება Medical Subject Headings-ის (MeSH) პრინციპით.

თითოეულ სტატიას ენიჭება უნიკალური საიდენფიკაციო ნომერი PMID (ინგლ. PubMed Identifier — PubMed-ის იდენტიფიკატორი)[4].

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. McEntyre, J. & Lipman D. (2001): PubMed: bridging the information gap. In: CMAJ. Bd. 164, S. 1317—1319. PDF
  2. https://www.nlm.nih.gov/pubs/factsheets/medline.html
  3. PubMed Celebrates its 10th Anniversary. Technical Bulletin. United States National Library of Medicine (2006-10-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-02. ციტირების თარიღი: 2011-03-22.
  4. PubMed Help. PMID [PMID]. National Center for Biotechnology Information. ციტირების თარიღი: 2013-07-23.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PubMed&oldid=4109881“-დან