Président

რძის ნაწარმის ფრანგული ბრენდი
ტერმინს „Président“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ Président (მრავალმნიშვნელოვანი).

Président — ფრანგული რძის ნაწარმის ბრენდი, რომელიც ეკუთვნის ქალაქ ლავალში დაფუძნებულ კომპანია Lactalis-ს. ბრენდი 1933 წელს ანდრე ბესნიემ შექმნა. იგი აწარმოებს კარაქს, ტრადიციული ყველის ნაირსახეობებს და რძის სხვა პროდუქტებს.

Président
პრეზიდენტი
პროდუქტის ტიპი კარაქი, ყველი და რძის სხვა ნაწარმი
მფლობელი Lactalis
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ბაზრები მსოფლიო
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
Président საქართველოს Facebook გვერდი
პრეზიდენტის ბრენდის ყველი კამემბერი

ისტორია რედაქტირება

ბრენდი შეიქმნა 1933 წელს ანდრე ბესნიეს მიერ, რომელიც იმ დროისთვის უკვე წამყვანი ფიგურა იყო საფრანგეთის რძის ბიზნესში. ბრენდის სახელწოდების ახსნისას, ბესნიემ განმარტა, რომ:

საფრანგეთი პრეზიდენტების ქვეყანაა, [აქ] ყველა პრეზიდენტია: მეთევზეების კლუბის, მშვილდოსნების კლუბის, ვეტერანთა კლუბის

La France est le pays des présidents, tout le monde est préident! De l'asociation de pêche, des boulistes, des anciens combattants[1]

(1958 წელს, მას შემდეგ რაც შარლ დე გოლი ხელისუფლებაში მოვიდა, საფრანგეთში პრეზიდენტს უფრო მეტი ძალაუფლება მიენიჭა და უფრო მაღალი თანამდებობა გახდა. )

აღსანიშნავი თარიღები რედაქტირება

  • 1968: Président იწყებს ყველ კამამბერის გამოშვებას.
  • 1972: Président იწყებს ყველ კულომიეს გამოშვებას.
  • 1972: Président კარაქის წარმოებას იწყებს.
  • 1975: Président იწყებს ყველ ბრის წარმოებას.
  • 1991: Président უშვებს ყველ ემენტალის ხაზს.
  • 1993: Président ყიდის თავის მემილიარდე კამამბერს.
  • 1995: Président-ის ბრენდი გერმანიასა და შეერთებულ შტატებში შედის.
  • 1999: Président კამამბერსა და ემენტალზე დაფუძნებული მდნარი ყველის წარმოებას იწყებს
  • 2003: Président იწყებს მოცარელასა და თხის ყველის წარმოებას.
  • 2006: Président იწყებს კანტალის წარმოებას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. PRÉSIDENT - L'HISTOIRE ფრანგულად. president.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-06. ციტირების თარიღი: 2021-07-12.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Président&oldid=4650495“-დან