pkgsrc (ინგლ. package source) არის პაკეტების სამართავი სისტემა იუნიქსისნაირი ოპერაციული სისტემებისთვის. იგი არის FreeBSD ports collection-ის განსხვავებული ვერსია რომელზეც მუშაობა დაიწყო 1997 წელს რომ NetBSD-ის ჰქონოდა პაკეტების სამართავი სისტემა. ამის შემდეგ ეს პროექტი ცალკე განხორციელდა: 1999 წელს, დაემატა Solaris მხარდაჭერა, შემდეგ სხვა ოპერაციული სისტემები მოჰყვნენ. იგი არის აგრეთვე პაკეტების მართავი სისტემა DragonFly-სთვის DragonFly 1.4 ვერსიიდან[1]. ზოგიერთი ლინუქსის დისტრიბუტივიც იყენებს pkgsrc-ს.

pkgsrc-ს გამოყენება შეიძლება ბრძანებების მეშვეობით, პროგრამების დასაყენებლად, გადასაყენებლად და სხვა ან პროგრამების კომპილირება წყარო კოდიდან.

pkgsrc-სთვის არსებობს 10000-ზე მეტი პროგრამა (11000-ზე მეტი work-in-progress პაკეტების ჩათვლით, ეს არა ოფიციალური პაკეტებია) და მოიცავს თავისუფალ პოპულარულ პროგრამებს.


pkgsrc მიერ მხარდაჭერილი პლატფორმები
პლატფორმა მხარდაჭერის თარიღი
NetBSD 1997 წლის აგვისტო
Solaris 1999 წლის აგვისტო
Linux 1999 წლის ივნისი
Darwin და Mac OS X 2001 წლის ოქტომბერი
FreeBSD 2002 წლის ნოემბერი
OpenBSD 2002 წლის ნოემბერი
IRIX 2002 წლის დეკემბერი
BSD/OS 2003 წლის დეკემბერი
AIX 2003 წლის დეკემბერი
Interix (Microsoft Windows Services for Unix) 2004 წლის მარტი
DragonFlyBSD 2004 წლის ოქტომბერი
OSF/1 2004 წლის ნოემბერი
HP-UX 2007 წლის აპრილი
QNX 2007 წლის ოქტომბერი
Haiku 2010 წლის იანვარი
MINIX 3 2010 წლის აგვისტო
Illumos 2011 წლის თებერვალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pkgsrc&oldid=4248026“-დან