Parental Advisory — ნიშანი, რომელიც RIAA-ს (ამერიკის ხმისჩამწერ ინდუსტრიათა ასოციაციის) მოთხოვნით ყველა ალბომს ეკვრება, რომლებში შესული სიმღერების ტექსტებში უცენზურო ან უბრალოდ უხეში სიტყვებია გამოყენებული. ასეთ ტექსტებს Explicit Lyrics უწოდეს. ნიშანი ალბომზე იმ შემთხვევაშია, თუ მასში შესული სიმღერების ტექსტებში უცენზურო ან სექსუალური შინაარსის სიტყვებია.[1]

Parental Advisory-ს ყველაზე ცნობილი, თანამედროვე ფორმა

არასრულწლოვანების მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობა 1980-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, როდესაც მძიმე მეტალის პოპულარობა გაიზარდა. საბოლოოდ ნიშნის შექმნა 1985 წელს, განგსტა რეპის გაჩენასთან ერთად გადაწყდა.

ამერეკელი სენატორების ნაწილი ცდილობდა, საერთოდ აეკრძალა ან შეეზღუდა ამ ნიშნის მქონე ალბომების გაყიდვა. საბოლოოდ აიკრძალა მათი გაყიდვა არასრულწლოვანებზე, ხოლო ამერიკული სუპერმარკეტების ქსელმა Wal-Mart საერთოდ ამოიღო ასეთი ტიპის ალბომები გაყიდვიდან. ტელე და რადიო კომპანიებმა კი ამ ალბომებში შეტანილ სიმღერებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

Parental Advisory-ის კანადური ვერსია

წინააღმდეგობის მიუხედავად Parental Advisory-ის მქონე ალბომების პოპულარობა იზრდებოდა, ხოლო 2000 წლის შემდეგ ასეთმა ალბომებმა ყველა ჩარტების სათავეებში შეაღწიეს.

სხვადასხვა შემთხვევაში, ალბომებზე დაკრულია მეორე ტიპის წარწერაც, სადაც Explicit Lyrics-ის მაგივრად წერია Explicit Content.

სქოლიო რედაქტირება

  1. Parental Advisory Label ("PAL") Program. RIAA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-13. ციტირების თარიღი: 2012-03-31.