Pachyrhachis — ნამარხი გველების გვარი. კარგად ჰქონდათ განვითარებული უკანა კიდურები. ნაშთები აღმოაჩინეს ეინ-იაბრუადში, იუდეის მთებში, რამალის მახლობლად, იერუსალიმის ჩრდილოეთით 20 კილომეტრში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში[1]. იგი ერთ-ერთია იმ 3 გვარიდან, რომელთა წარმომადგენლები ცხოვრობდნენ სენომანურ ერაში (გვიანი ცარცული პერიოდი). უამრავ თანამედროვე პითონსა თუ ბოას შემორჩენილი აქვს პატარა ძვლოვანი შვერილები, რაც მილიონობით წლის წინ განვითარებულ უკანა კიდურებს წარმოადგენდა. გველი სიგრძეში 1 მეტრამდე აღწევდა.

Pachyrhachis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
გვარი:  Pachyrhachis
სახეობა:  P. problematicus
ლათინური სახელი
Pachyrhachis problematicus

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სხვა ცნობილი ნამარხი გველები უკანა კიდურებით:

სქოლიო რედაქტირება

  1. ავტორი ოლივიერ რიეპელი, 2003 "გვიან ცარცული პერიოდის ნამარხი, უკანაკიდურებიანი გველის Haasiophis terrasanctus ანატომია და აღწერილობა” Journal of Paleontology 77(3):536-558

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pachyrhachis&oldid=4594925“-დან