Northrop Grumman E-2 Hawkeye (ინგლ. Hawkeye - ქორისთვალა) — ნებისმიერ ამინდში მომუშავე ადრეული შეტყობინების საგემბანო ორძრავიანი ტურბოხრახნული ამერიკული თვითმფრინავი. ადრეულ 1950-იან და 1960-იან წლებში შეიმუშავა კომპანია Grumman Aircraft Company-მა აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის; მიზნად ისახავდა მოძველებული დგუშიანი E-1 Tracer-ის ჩანაცვლებას. თვითმფრინავის საწყისი შესაძლებლობები გაუმჯობესდა E-2B და E-2C მოდიფიკაციებში, რომლებშიც ძირითადი ცვლილება განიცადა რადარმა და რადიო-საკომუნიკაციო მოწყობილობებმა, ინტეგრალური ელექტრული სქემებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების მნიშვნელოვანი წინსვლიდან გამომდინარე. თვითმფრინავის მეოთხე მოდიფიკაცია E-2D პირველად 2007 წელს აფრინდა.[1] E-2 პირველი თვითმფრინავი იყო, რომელიც განგებ ამ მიზნისთვის შეიმუშავეს, Boeing E-3 Sentry-სგან განსხვავებით, რომელიც არსებული სამოქალაქო სატვირთო თვითმფრინავის Boeing 707-320-ის მოდიფიკაციას წარმოადგენს. Hawkeye, ყველაზე ხანგრძლივად წარმოებადი საგემბანო თვითმფრინავია, მისი მოდიფიკაციები იწარმოება 1960 წლიდან.

Northrop Grumman E-2 Hawkeye-მ მიიღო მეტსახელი „Super Fudd“, ვინაიდან მისი წინამორბედი E-1-ის მეტსახელი იყო „Willy Fudd“. ბოლოხანს, თვითმფრინავს ასევე უწოდებენ „ჩაქუჩს“ (Hummer), მისი ტურბოხრახნული ძრავების დამახასიათებელი ხმის გამო, რომელიც გამოირჩევა ტურბორეაქტიული ან ტურბოვენტილატორული რეაქტიული ძრავებისგან.

აშშ-ის საზღვაო ძალების გარდა, E-2 მცირე რაოდენობით გაიყიდა ეგვიპტის, საფრანგეთის, ისრაელის, იაპონიის, მექსიკის, სინგაპურისა და ტაივანის შეიარაღებულ ძალებზე.

შემუშავება რედაქტირება

წინაპირობა რედაქტირება

E-2A და E-2B Hawkeye რედაქტირება

E-2C Hawkeye და გაუმჯობესებები რედაქტირება

E-2D Advanced Hawkeye რედაქტირება

კონსტრუქციული მახასიათებლები რედაქტირება

გამოყენების ისტორია რედაქტირება

აშშ-ის საზღვაო ძალები რედაქტირება

სხვა გამომყენებლები რედაქტირება

ისრაელი რედაქტირება

ეგვიპტე რედაქტირება

საფრანგეთი რედაქტირება

იაპონია რედაქტირება

მექსიკა რედაქტირება

სინგაპური რედაქტირება

ტაივანი რედაქტირება

შეთავაზებები რედაქტირება

მოდიფიკაციები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Northrop Grumman Corporation. E-2D Advanced Hawkeye. Program Overview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-03. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2020