Nokia Lumia 735 (ალტერნატიული სახელი Microsoft Lumia 735) — Microsoft Mobile-ის მიერ წარმოებული Windows Phone 8.1-ზე მომუშავე სმარტფონი. მისი წარდგენა 2014 წლის 4 სექტემბერს Internationale Funkausstellung Berlin-ზე შედგა. მოწყობილობა საშუალო კლასის სმარტფონებს განეკუთვნება და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია „სელფიზე“, რისთვისაც ტელეფონი აღჭურვილია 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერით. სმარტფონი ზოგიერთ ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ორსიმიანი 3G ვერსიით სახელწოდებით Lumia 730[1][2].

Nokia/Microsoft Lumia 735
მწარმოებელი Microsoft Mobile (Microsoft)
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900
HSPA+ 850/900/2100
LTE 800/1800/2600
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1 (Lumia Denim)
მასა 134 გრამი
ზომა 134.7 x 68.5 x 8.9 მმ
ფოტოკამერა 6.7 მეგაპიქსელი, Zeiss-ის ოპტიკა, 3088×2144 პიქსელი, 1080p Full HD ვიდეო გადაღება 30fps f/1.9
მეორე კამერა 5 მეგაპიქსელი, 1080p (FHD, 1920 x 1080), 2560×1920 პიქსელი
ბატარეა 2200 mAh
მეხსიერება 8 გბ შიდა
1 გბ RAM
დაკავშირება Wi-Fi 802.11 b/g/n

2015 წლის მაისში Microsoft-მა გამოუშვა მოწყობილობის Microsoft-ის სახელით ბრენდირებული ვერსია გაუმჯობესებული მონაცემებითა და პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი განახლებებით[3].

მახასიათებლები რედაქტირება

მოწყობილობა რედაქტირება

Nokia Lumia 735-ს აქვს 1.2 გჰც ოთხბირთვიანი ARM Cortex-A7, Qualcomm Adreno 305 გრაფიკული პროცესორი და 1 გბ RAM.

Nokia Lumia 735 აღჭურვილია 8 გბ შიდა მეხსიერებით და ასევე გააჩნია microSD ბარათების მხარდაჭერა.

ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა რედაქტირება

Nokia Lumia 735 მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Windows Phone 8.1 და გააჩნია Lumia Denim-ის განახლება[4].

ვარიანტები რედაქტირება

მოდელი Lumia 730 Dual SIM Lumia 735
ქსელი GSM 850/900/1800/1900
HSDPA 850/900/1900/2100
GSM 850/900/1800/1900
HSDPA 850/900/1900/2100
LTE 800/1800/2600
ზომები 134.7 მმ (სიგრძე)
68.5 მმ (სიგანე)
8.7 მმ (სისქე)
134.7 მმ (სიგრძე)
68.5მმ (სიგანე)
8.9 მმ (სისქე)
წონა 130.4 გრ 134.3 გრ

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Microsoft announces two Lumia phones, always-on Cortana, and clever new mobile accessories. ციტირების თარიღი: 12 September 2014.
  2. Nokia Lumia 735 Review: The Lumia 735 is cheery, comfy, cheap and has 4G. ციტირების თარიღი: 12 September 2014.
  3. Hassan, Mehedi (6 May 2015). „Microsoft Lumia 735 might be coming to Verizon soon“. Windows Mobile PowerUser. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2015.
  4. Microsoft releases two new Lumia Phones, reveal new features. PC World. ციტირების თარიღი: 8 November 2014.