Microsoft Paint — ოპერაციულ სისტემა Windows-ში ჩაშენებული პროგრამა, რომელშიც შესაძლებელია უბრალო, ან რთული ნახატების შექმნა. ეს ნახატები შესაძლებელია იყოს შავ-თეთრი ან ფერადი. შესაძლებელია ამობეჭდოთ თქვენი ნახატი, ან დასვათ იგი თქვენს დესკტოპზე (სამუშაო მაგიდაზე), ან ჩააკოპიროთ სხვა დოკუმენტში. Paint-ის გამოყენება შესაძლებელია დასკანირებული ფოტოების სანახავად და დასარედაქტირებლად.

Microsoft Paint

Microsoft Paint Windows 10 Creators Update-ზე
მწარმოებელი კორპორაცია Microsoft
ოს Microsoft Windows
ჟანრი ტექსტის რედაქტორი
ლიცენზია დაპატენტებული EULA
საიტი Microsoft Paint

პროგრამის ინტერფეისი რედაქტირება

ფანჯრის მარცხენა კიდეში მდებარეობს ხატვის იარაღების პანელი, მის ქვემოთ — ხაზვის ტიპის ჩარჩო. ფანჯრის ქვედა ნაწილი უკავია ფერთა პალიტრის პანელს (ინტერფეისის განლაგება დამოკიდებულია Windows-ის ვერსიაზე).

ხატვის იარაღის პანელი შედგება გამოსახულებასთან სამუშაო შემდეგი ინსტრუმენტებისაგან: ფანქარი, ფუნჯი, სწორი ხაზი, მრუდი და რკალი, მართკუთხედი, მომრგვალებული მართკუთხედი, მრავალკუთხედი, წრიული ფიგურა, აეროზოლის ბალონი, საშლელი, საღებავის ქილა, პიპეტი, მასშტაბი, ნახატში ტექსტის ჩასმა, მართკუთხა და ფიგირული მონიშვნები.

Paint-ში შესაძლებელია მუშაობა შემდეგი გაფართოების ფაილებთან: .gif, .jpg, .tif, .png და .bmp.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011