Megan Thee Stallion

ამერიკელი რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორ

მეგან ჯოვონ რუტ პუტი[1] (დ. 15 იანვარი, 1995), [2] ცნობილი სასცენო სახელით Megan Thee Stallionამერიკელი რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული საკუთარი Freestyle-ით. 2020 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Good News“.

Megan Thee Stallion
მეგან ჯოვონ რუტ პუტი

2019 წელს
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Tina Snow, Meg Thee Stallion, Hot Girl Meg, Hot Girl Coach
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1995 (1995-02-25) (29 წლის)
დაბ. ადგილი ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი, რეპერი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2016–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი 1501 Certified, 300
საიტი megantheestallion.com
Megan Thee Stallion ვიკისაწყობში

პუტმა რეპების წერა 16 წლის ასაკში დაიწყო.[3] ამავე პერიოდში მან უთხრა დედამისს, რომ რეპერობა სურდა. დედამ უთხრა რომ მოეცადა მანამ სანამ 21 წელი შეუსრულდებოდა.[4] დედამისმა ასევე შეიფასა მისი სიმღერის ტექსტები და უთხრა მას რომ მისი ასაკისთვის ისინი ძალიან სექსუალური ხასიათის იყო.[5]

2020 წელს გამოსული მისი სინგლი „Savage“ გახდა ვირუსულად პოპულარული სოციალურ ქსელ TikTok-ში და მოხვდა Billboard Hot 100 ჩარტში, Beyoncé-სთან ერთად რემიქსის გამოშვების შემდეგ. ამავე წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი „Good News“.

მას მოგებული აქვს ორი BET-ის ჯილდო, ორი BET-ის ჰიპ-ჰოპის ჯილდო MTV Video-ს მუსიკალური ჯილდო. ჯამში ნომინირებული იქნა 90 ჯილდოზე, რომელთაგანაც 23-ის მოგება მოახერხა.

2020 წლის 15 ივლისს, მას ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან და მოუწია ქირურგიული ჩარევა ტყვიების ამოსაღებად.[6] მან მოახერხა საბოლოოდ გამოჯანმრთელება.[6] სროლისთვის დაკავებული იქნა კანადელი რეპერი Tory Lanez.

2020 წლის აგვისტოს გამოუშვა სიმღერა „WAP“ Cardi B-სთან ერთად.

მეგანს გამოშვებული აქვს 1 სტუდიური ალბომი, 35 სინგლი და 3 მიქსტეიპი.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ტელევიზია რედაქტირება

წელი სახელი როლი შენიშვნა
2019 Jimmy Kimmel Live! სტუმარი ეპიზოდი: „ტრეისი მორგანი/გვენ სტეფანი/Megan Thee Stallion“
2020 შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში სტუმარი ეპიზოდი: „კრის როკი/Megan Thee Stallion"
Good Girls ონიქსი ეპიზოდი: „ნანა“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ogunnaike, Lola. (April 6, 2020) Megan Thee Stallion Is Just Warming Up. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2020. ციტირების თარიღი: June 27, 2020
  2. Megan Jovon Ruth Pete: Born 15 Feb 1995 in Bexar, Texas | Texas Birth Index. ციტირების თარიღი: January 10, 2020
  3. Seabrook, Robby III (October 24, 2018). „The Break Presents: Megan Thee Stallion“. XXL. XXL Mag. ISSN 1093-0647. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2018. ციტირების თარიღი: November 27, 2018.
  4. Riedy, Jack. NEXT: Megan Thee Stallion Is Taking Rappers To School (October 3, 2018). ციტირების თარიღი: November 27, 2018
  5. Gomez, Jade. (March 16, 2019) How Megan Thee Stallion Earned Her Confidence. ციტირების თარიღი: June 27, 2020
  6. 6.0 6.1 Megan Thee Stallion Says She's 'Incredibly Grateful to Be Alive' After Being Shot Multiple Times en (2020-07-15). ციტირების თარიღი: 2020-07-15