Leptotyphlopidaeგველების ოჯახი, გველბრუცების ინფრარიგისა, გავრცელებულნი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში. წარმოადგენენ მთხრელ ფორმებსა. იკვებებიან ტერმიტებით, ჭიანჭველებითა და სხვა პატარა მწერებით. ოჯახი შეიცავს 2 გვარს, 87 სახეობით.

Leptotyphlopidae

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  რეპტილიები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ინფრარიგი:  (Scolecophidia)
ოჯახი:  Leptotyphlopidae
ლათინური სახელი
Leptotyphlopidae
ძირითადი სახელწოდება: ვიწროპირიანი გველები, ტანადი გველბრუცები, ძაფისებრი გველები.[1]

აღნაგობა რედაქტირება

წამოადგენენ წვრილ, 30 სანტიმეტრამდე სიგრძის ჭიაყელასმსგავს გველებს. გარეგნულად ძლიერ ჰგვანან გველბრუცასებრნს, თუმცა შინაგანი აგებულებით განსხვავდებიან მათგან. კერძოდ ზედა ყბაზე არ გააჩნიათ კბილები, სამაგიეროდ ქვედა ყბაზე აქვს ორმწკრივად განლაგებული წვრილი, თუმცა მაგარი კბილები. წვრილი ცილინდრისებური სხეული დაფარული აქვთ 14 სიგრძივი ქერცლებით. თვალები ჩამალულია თვალის უბეებში. გველბრუცებისაგან განსხვავებით, ვიწროპირიან გველებს ერთსულოვნად მიაკუთვნებენ გველებს, ვინაიდან ზოგი მეცნიერი Typhlopidae ოჯახის წარმომადგენლებს ხვლიკების ქვერიგში აერთიანებს. ოჯახში შედის მხოლოდ 2 გვარი - leptotyphlops ანუ Glaucomia და Rhinoleptus.

გავრცელების არეალი რედაქტირება

გავრცელებულნი არიან აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

აღსანიშნავი სახეობები რედაქტირება

ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია leptotyphlops albifions, რომელიც ტროპიკულ ამერიკაში ბინადრობს და სიგრძეში 37 სანტიმეტრს აღწევს მაშინ, როდესაც ოჯახის დანარჩენ სახეობათა სიგრძე 15-20 სანტიმეტრს არ აღემატება. ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში გავრცელებულია leptotyphlops cairi, სიგრძით 20 სანტიმეტრამდე, წითელი შეფერილობით. გვხვდება ქვების ქვეშ, ნიადაგში, ასევე მიწის ზედაპირზე, ბალახებში. ყველაზე ჩრდილოეთით გავრცელებულია ტეხასური ვიწროპირიანი გველი (leptotyphlops dulcis), დასავლური ვიწროპირიანი გველი (leptotyphlops humilis) კი ამერიკის სამხრეთ-დასავლეთით ბინადრობს.

ცხოვრების წესი რედაქტირება

მათი ცხოვრების წესი, გველბრუცებთან შედარებით უკეთაა შესწავლილი. დროის უმეტეს ნაწილს ქვების ქვეშ ან ნიადაგში ატარებენ. ღამით, სიბნელეში კი მიწის ზემოთ ამოდიან, ასეთ დროს ისინი ხშირად გვხვდებიან გზებზე და იღუპებიან ავტომობილების გადავლით.

საკვები რედაქტირება

ვიწროპირიანი გველები უმეტესად იკვებებიან ტერმიტებით, რომლებსაც ამოწოვენ შიგნეულს, ასევე ჭიანჭველებით და სხვა პატარა მწერებით.

გამრავლება რედაქტირება

მდედრი დებს 4-მდე მოგრძო კვერცხს.

გვარები რედაქტირება

გვარი[1] სახეობები[1] სახელწოდება გავრცელების არეალი
LeptotyphlopsT 86 ტანადი ბრმაგველები, ძაფისებრი გველები[1] აფრიკა, სამხ.-დას. აზია, სოკოტრას კუნძული, აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთიდან მოყოლებული, სამხრეთით მექსიკამდე, ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ურუგვაი და არგენტინამდე. კარიბის კუნძულებიდან ისინი გვხვდებიან ბაჰამის კუნძულებზე (სან სალვადორის კუნძული), დომინიკანის რესპუბლიკა, ჰაიტი, ისპანიოლა და ლეზერ ანტილებზე.
Rhinoleptus 1 ვილივერის ბრმაგველები დასავლეთ აფრიკა: სენეგალი და გვინეა.

T) ტიპური გვარი.