„Left Outside Alone“ — ამერიკელ მომღერალ ანასტეიშას სიმღერა მისი მესამე სტუდიური ალბომიდან Anastacia. ძირითადად დაწერილია თავად მის მიერ, თუმცა ასევე მონაწილეობდნენ დალას ოსტინი და გლენ ბალარდი. სიმღერა გამოვიდა ალბომის მთავარ სინგლად 2004 წლის 15 მარტს და წარმატებული გამოდგა როგორც კრიტიკოსებისა და კომერციული მიმართულებით. პირველი ადგილი დაიკავა ავსტრალიაში, იტალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში; მეორე — დანიაში, გერმანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში; მესამე — გაერთიანებულ სამეფოსა და უნგრეთში. საერთო ჯამში, 2004 წელს ევროპის მე-6 ყველაზე მეტად გაყიდვადი სინგლი იყო.

„Left Outside Alone“
სინგლიანასტეიშა
ალბომიდან Anastacia
B-მხარე „Get Ready“
გამოსვლის თარიღი 15 მარტი, 2004
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 4:17 (ალბომის ვერსია)
3:40 (რადიორედაქცია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Epic, Daylight
ავტორ(ებ)ი ანასტეიშა, დალას ოსტინი, გლენ ბალარდი
პროდიუსერი დალას ოსტინი, გლენ ბალარდი
ანასტეიშა — სინგლების ქრონოლოგია
„Love Is a Crime“
(2003)
Left Outside Alone
(2004)
„Sick and Tired“
(2004)
მუსიკალური ვიდეო
„Left Outside Alone“ YouTube-ზე
აუდიომაგალითი

შეერთებულ შტატებში „Left Outside Alone“-მა კიდევ ერთი წარმატება ჰპოვა „ბილბორდის“ საცეკვაო ჩარტებში, სადაც „Hot Dance Singles Sales“-ში პირველი ადგილი დაიკავა, „Hot Dance Club Play“-ში კი მეხუთე.

კრიტიკა რედაქტირება

„Left Outside Alone“-მა კრიტიკოსთა საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. „AllMusic“-ის რედაქტორი მეთიუ ჩიზლინგი აღნიშნავდა: „ალბომის ყველაზე ძლიერ სინგლებში, მ.შ. «Left Outside Alone»-ში, ანასტეიშა პოპ/როკით საუკეთესო სახით ტუქსავს მსმენელებს იმედგაცრუების შეძახილებით“.[1] „The Independent“-ის რედაქტორი ენდი გილი წერდა, რომ ეს სიმღერა „მოწყვლადობის წყარო“ იყო.[2] დომ პასანტინოს („Stylus Magazine“) შეფასებით, „Left Outside Alone“ იწყება ისე, თითქოს სულიწმინდა მღეროდეს, შემდეგ კი ანასტეიშა ისევ იცვლის სტილს უკვე თავის ძველ ხმაზე და ამის შეფასება, როგორც „ნორმალური“, შეცდომა იქნებოდა. შემდგომში მან სიმღერა შეაფასა „ჭეშმარიტად საინტერესო, ჭეშმარიტად ექსპერიმენტულ და ჭეშმარიტად კარგ სინგლად“.[3]

მუსიკალური ვიდეო რედაქტირება

„Left Outside Alone“-ის მუსიკალური ვიდეო გადაღებულია ბერბანკში (კალიფორნია) 2004 წლის თებერვალში რეჟისორ ბრაიან ბარბერის მიერ.[4] რეალურად ამ სიმღერისთვის სამი კლიპი გადაიღეს. ჩვეულებრივი (და პირველი) ვერსია გამოვიდა მსოფლიო ბაზარზე, ჩრდილოეთ ამერიკის გამოკლებით.

ჩვეულებრივი ვერსია იწყება კადრით, სადაც მომღერალი ხიდზე დგას. შემდეგ ის ქუჩაში მიდის, კადრში ჩანს წითელი პლაკატი სარეკლამო ბოძზე. ქუჩა ევროპული ტიპისაა, ევროპული ავტომობილებით (Fiat 500 ფრანგული ნომრებით, Smart Roadster და Citroën DS). ჯდება მანქანაში და მისი მართვის დროს გვერდით ხედავს, „თვითონ“ როგორ ვნებიანად კოცნის მამაკაცს. როდესაც მანქანიდან გადმოდის, ხედავს როგორ ცეკვავს ხალხი ქუჩაში მის სიმღერაზე.

ამ ვერსიის ალტერნატიული ვერსია ცნობილია როგორც „ვერსია ლურჯი პლაკატით“. ის შეიქმნა სიმღერის ჯეისონ ნევისისეული ვერსიისათვის. შეიცავს სხვადასხვა ცვლილებებს, მ.შ. წითლის ნაცვლად ლურჯი პლაკატის გამოყენებას, ასევე აქვს განსხვავებული დასასრული.

2005 წელს ამერიკული აუდიტორიისათვის გამოუშვეს მთლად ახალი კლიპი. ეს ვერსია გადაღებულია 2005 წლის 19–20 მაისს, დეივიდ ლიპმანისა და ჩარლზ მელინგის მიერ ლოს-ანჯელესში.[5] მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის ჩაიწერა, „Left Outside Alone“ აქ ოფიციალურად არასდროს გამოსულა. ამ ვერსიაში ანასტეიშა იმყოფება ციხესიმაგრეში, მარტო წევს სანთლებით გარშემორტყმულ საწოლში.

მე-2 ნაწილი რედაქტირება

ტრეკის მეორე ვერსია (სახელწოდებით „Left Outside Alone, Part 2“) გამოჩნდა მომღერლის მეექვსე სტუდიური ალბომის „Resurrection“-ის მდიდრულ გამოცემაში. ამ ვერსიაში იმავე ტექსტისათვის გამოყენებულია სხვა მელოდია. მომღერალი აღნიშნავდა: „ათი წლის შემდეგ ვუშვებ ალბომს და მინდა ამ სიმღერას დავუბრუნდე. ჩემ თავს ამის გაკეთების შესაძლებლობა მივეცი. მომეწონა ის, სიმღერის სრულად განსხვავებული სახეა“.[6]

ტრეკების სია რედაქტირება

ჩარტები რედაქტირება

სერტიფიცირებები რედაქტირება

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[61] 2× პლატინა 140 000^
ავსტრია (IFPI Austria)[62] ოქრო 15 000x
ბელგია (BEA)[63] ოქრო 25 000*
გერმანია (BVMI)[64] ოქრო 150 000^
ნორვეგია (IFPI Norway)[65] ოქრო 5 000*
შვეიცარია (IFPI Switzerland)[66] ოქრო 20 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[67] პლატინა 600 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)
 გაყიდვები და ნაკადოვანი აუდიოს მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით

გამოსვლის ისტორია რედაქტირება

რეგიონი თარიღი ფორმატ(ებ)ი ლეიბლი წყარო
ავსტრალია 15 მარტი, 2004 (2004-03-15) CD [68]
ევროპა [69]
გაერთიანებული სამეფო 22 მარტი, 2004 (2004-03-22) [69][70]
ჩრდილოეთი ამერიკა 6 აპრილი, 2005 (2005-04-06) [69]
შეერთებული შტატები 19 აპრილი, 2005 (2005-04-19) [71]

სქოლიო რედაქტირება

  1. Matthew Chisling. Anastacia. AllMusic.
  2. Andy Gill. (October 6, 2011) Album: Anastacia. The Independent.
  3. Anastacia – Anastacia – Review – Stylus Magazine. stylusmagazine.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 11, 2022.
  4. Anastacia – "Left Outside Alone". CMT. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 14, 2015. ციტირების თარიღი: July 17, 2012
  5. Anastacia – Music Videos. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2016. ციტირების თარიღი: July 17, 2012
  6. Attitude Magazine » Anastacia interview: 'I'd give Barbra Streisand a lesbian kiss'. Attitude Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 4, 2014. ციტირების თარიღი: April 4, 2014
  7. Left Outside Alone (US 12-inch single sleeve). Anastacia. Epic Records, Daylight Records. 2004. 44 76705.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  8. Left Outside Alone (US maxi-CD single liner notes). Anastacia. Epic Records, Daylight Records. 2004. 49K 76705.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  9. Left Outside Alone (UK CD single liner notes). Anastacia. Epic Records, Daylight Records. 2004. 674648 2.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  10. Left Outside Alone (European CD single liner notes). Anastacia. Epic Records, Daylight Records. 2004. EPC 674633 1.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  11. Left Outside Alone (European maxi-CD single liner notes). Anastacia. Epic Records, Daylight Records. 2004. EPC 674633 2.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  12. Left Outside Alone (German mini-CD single liner notes). Anastacia. Epic Records. 2004. EPC 674633 3.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  13. Left Outside Alone (Australian CD single liner notes). Anastacia. Epic Records, Daylight Records. 2004. 674633.5.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  14. "Australian-charts.com – Anastacia – Left Outside Alone". ARIA Top 50 Singles. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  15. "Austriancharts.at – Anastacia – Left Outside Alone" (გერმანულად). Ö3 Austria Top 40. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  16. "Ultratop.be – Anastacia – Left Outside Alone" (ჰოლანდიურად). Ultratop 50. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  17. "Ultratop.be – Anastacia – Left Outside Alone" (ფრანგულად). Ultratop 50. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  18. Anastacia — Left Outside Alone. Tophit. წაკითხვის თარიღი October 15, 2020.
  19. Rádio 2004 cs. IFPI. ციტირების თარიღი: August 19, 2020
  20. "Danishcharts.com – Anastacia – Left Outside Alone". Tracklisten. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  21. „Hits of the World – Eurocharts“ (PDF). Billboard. 116 (16): 57. April 17, 2004. ციტირების თარიღი: March 20, 2020.
  22. "Anastacia: Left Outside Alone" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI Finland. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  23. "Lescharts.com – Anastacia – Left Outside Alone" (ფრანგულად). Les classement single. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  24. "Musicline.de – Anastacia Single-Chartverfolgung" (გერმანულად). Media Control Charts. PhonoNet GmbH. წაკითხვის თარიღი: January 22, 2020.
  25. Top 50 Singles Εβδομάδα 25–31/7 el. IFPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 5, 2003. ციტირების თარიღი: August 3, 2004
  26. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ" (უნგრულად). Rádiós Top 40 játszási lista. Magyar Hanglemezkiadók Szövetsége. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  27. "The Irish Charts – Search Results – Left Outside Alone". Irish Singles Chart. წაკითხვის თარიღი: January 22, 2020.
  28. "Italiancharts.com – Anastacia – Left Outside Alone". Top Digital Download. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  29. "Nederlandse Top 40 – week 15, 2004" (ჰოლანდიურად). Nederlandse Top 40 წაკითხვის თარიღი: July 7, 2018.
  30. "Dutchcharts.nl – Anastacia – Left Outside Alone" (ჰოლანდიურად). Single Top 100. წაკითხვის თარიღი: July 7, 2018.
  31. "Charts.org.nz – Anastacia – Left Outside Alone". Top 40 Singles. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  32. "Norwegiancharts.com – Anastacia – Left Outside Alone". VG-lista. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  33. Arhiva romanian top 100 – Editia 28, saptamina 12.07 – 18.07, 2004 ro. Romanian Top 100. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 17, 2005. ციტირების თარიღი: May 16, 2020
  34. "Archive Chart: 20040406". Scottish Singles Top 40.
  35. "Spanishcharts.com – Anastacia – Left Outside Alone" Canciones Top 50.
  36. "Swedishcharts.com – Anastacia – Left Outside Alone". Singles Top 100. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  37. "Swisscharts.com – Anastacia – Left Outside Alone". Swiss Singles Chart. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  38. "Anastacia: Artist Chart History" Official Charts Company. წაკითხვის თარიღი: May 5, 2016.
  39. "Anastacia – Chart history" Billboard Adult Pop Songs - Anastacia.
  40. "Anastacia – Chart history" Billboard Hot Dance Club Songs - Anastacia. წაკითხვის თარიღი: May 5, 2011.
  41. "Anastacia Chart History (Dance Singles Sales)". Billboard. წაკითხვის თარიღი: October 11, 2021.
  42. "Anastacia – Chart history" Billboard Dance/Mix Show Airplay - Anastacia.
  43. "Listy bestsellerów, wyróżnienia :: Związek Producentów Audio-Video". Polish Airplay Top 100. წაკითხვის თარიღი: March 14, 2022.
  44. 2004 ARIA Singles Chart. ARIA. ციტირების თარიღი: August 19, 2020
  45. Jahreshitparade Singles 2004 de. ციტირების თარიღი: May 16, 2020
  46. Jaaroverzichten 2004 nl. Ultratop. ციტირების თარიღი: March 10, 2011
  47. Rapports Annuels 2004 fr. Ultratop. ციტირების თარიღი: March 10, 2011
  48. „Europe's Top Singles of 2004“ (PDF). Billboard. 116 (52): 51. December 25, 2004. ციტირების თარიღი: August 19, 2020.
  49. Tops de L'année | Top Singles 2004 fr. SNEP. ციტირების თარიღი: August 19, 2020
  50. Top 100 Singles–Jahrescharts 2004 de. GfK Entertainment. ციტირების თარიღი: May 16, 2020
  51. Rádiós Top 100 – hallgatottsági adatok alapján – 2004 hu. Mahasz. ციტირების თარიღი: April 4, 2020
  52. Best of Singles 2004. Irish Recorded Music Association. ციტირების თარიღი: March 10, 2011
  53. Mix e singoli it. FIMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 10, 2006. ციტირების თარიღი: December 17, 2020
  54. Top 100–Jaaroverzicht van 2004. Dutch Top 40. ციტირების თარიღი: February 19, 2020
  55. Jaaroverzichten – Single 2004 nl. MegaCharts. ციტირების თარიღი: February 19, 2020
  56. Årslista Singlar, 2004 sv. Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: May 16, 2020
  57. Swiss Year-End Charts 2004 de. ციტირების თარიღი: May 16, 2020
  58. UK Year-End Charts 2004. UKChartsPlus. ციტირების თარიღი: July 6, 2022
  59. Rádiós Top 100 – hallgatottsági adatok alapján – 2005 hu. Mahasz. ციტირების თარიღი: November 8, 2021
  60. Guy Sebastian, Delta Goodrem & P!nk top ARIA's End of Decade Charts. Australian Recording Industry Association (January 7, 2010). ციტირების თარიღი: July 4, 2016
  61. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2004 Singles. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  62. Austrian single certifications – Anastacia – Left Outside Alone გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Anastacia ველში Interpret. შეიყვანეთ Left Outside Alone ველში Titel. აირჩიეთ single ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  63. Ultratop − ოქრო და პლატინა – 2004. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch.
  64. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Anastacia; 'Left Outside Alone') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  65. Norwegian single certifications ნორვეგიულად. IFPI ნორვეგია.
  66. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Anastacia; 'Left Outside Alone'). Hung Medien.
  67. British single certifications – Anastacia – Left Outside Alone. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Left Outside Alone ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ single ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  68. The ARIA Report: New Releases Singles – Week Commencing 15th March 2004. ARIA (March 15, 2004). ციტირების თარიღი: May 18, 2021
  69. 69.0 69.1 69.2 Anastacia releases new record after cancer. United Press International (March 9, 2004). ციტირების თარიღი: June 16, 2021
  70. „New Releases: Singles“. Music Week: 29. March 20, 2004.
  71. „Going for Adds“ (PDF). Radio & Records (1551): 26. April 16, 2004. ციტირების თარიღი: May 18, 2021.