Lactarius indigo

სოკოს სახეობა

Lactarius Indigo (ასევე ცნობილია როგორც ლურჯი რძიანა სოკო) — სოკოს ფართოდ გავრცელებული სახეობა, რომელიც ბუნებრივად იზრდება აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიასა და ცენტრალურ ამერიკაში; იგი ასევე დაფიქსირებულია სამხრეთ საფრანგეთში. გამოირჩევა ლურჯი ფერით, ამ სოკოს აქვს სასიამოვნო არომატი და ტკბილი-პიკანტური გემო. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ-მდე აღწევს, ფეხის სიგრძეა 2-8 სმ, ხოლო სიგანე 1-2,5 სმ-დე. სოკოს ეს სახეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რამდენიმე ქვეყნის ეროვნულ სამზარეულოში. იყიდება მექსიკის, ჩინეთისა და გვატემალას ბაზრებზე.

Lactarius Indigo

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lactarius Indigo (Schwein.) Fr., 1838

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება