Jaekelopterus rhenaniae („ოთო ჯაკელის ფრთა რეინლენდიდან“) არის ევრიპტერიდების გადაშენებული სახეობა. სიგრძით 2,5 მეტრს აღწევდა. იგი ერთ-ერთია იმ 2 უდიდესი ფეხსახსრიანიდან, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ (მეორეა მრავალფეხიანების მსგავსი გიგანტური არსება Arthropleura. ევრიპტერიდი Pterygotus სიგრძით 2,3 მეტრს აღწევდა). Jaekelopterus rhenaniae ცხოვრობდა მიახლოებით 390 მილიონი წლის წინ, შუა დევონში. სავარაუდოდ ბინადრობდა მტკნარ წყლებში - მდინარეებსა და ტბებში და არა მარილიან ზღვებში. ცხოველი აღწერეს სიმონ ბრედიმ და მარკუს პოსჩმანმა ბრისტოლის უნივერსიტეტიდან, ჟურნალში Biology Letters, 2007 წლის ნოემბერში. მათ აღმოაჩინეს 46 სანტიმეტრი სიგრძის ქელიცერი (ბრჭყალისმსგავსი პირის ნაწილი) და გამოთვალეს ცხოველის სავარაუდო სიგრძე[1].
Jaekelopterus rhenaniae ნაშთები ცნობილია პრუმის (გერმანია) ადრინდელი დევონური ნალექებიდან[2].