It Would Be So Nice“ (ინგლ. რა კარგი იქნებოდა) — რიჩარდ რაიტის მიერ დაწერილი ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა[2][3]. იგი გამოიცა, როგორც ჯგუფის მეოთხე სინგლი. სიმღერა არ შეიტანეს 1971 წლის კომპილაციურ ალბომში Relics და 1992 წელს The Early Singles-ის გამოცემამდე მისი მოსმენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ალბომზე Masters of Rock. სინგლის B-მხარეზე ჩაწერილი „Julia Dream“, რომელიც დაწერა ჯგუფის ბას-გიტარისტმა როჯერ უოტერსმა, ასევე შევიდა The Early Singles-ში. სინგლი ჩარტებში ვერ მოხვდა.

„It Would Be So Nice“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Early Singles
B-მხარე Julia Dream
გამოსვლის თარიღი 12 აპრილი, 1968
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ფსიქოდელიური პოპი[1]
ხანგრძლივობა 3:08
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia (EMI) (ბრიტანეთი)
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Apples and Oranges“
(1967)
It Would Be So Nice
(1968)
„Let There Be More Light“
(1968)
Relics — სიმღერების სია

ორი ვერსია რედაქტირება

1968 წელს გამოქვეყნებული საგაზეთო სტატიის მიხედვით, არსებობს სინგლის ორი ვერსია, ოდნავ განსხვავებული ტექსტით. ავტორის თქმით, პირველ ვარიანტში ნახსენები იყო ბრიტანული გაზეთი Evening Standard. ამის გამო სიმღერა BBC-მ დაიწუნა მკაცრი ანტი-სარეკლამო პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავდა ნებისმიერი პროდუქტის დასახელებას. ჯგუფი იძულებული გახდა ჩაეწერა სპეციალური ვერსია BBC-სთვის, რომელშიც გაზეთის სახელწოდება შეცვლილი იყო Daily Standard-ით (არარსებული გაზეთის სახელწოდებით). მხოლოდ ეს ვერსია გამოიცა გრამფირფიტებზე და კომპაქტ-დისკებზე. ცნობილი არ არის, რამდენი დისკი არსებობს, რომელზეც Evening Standard არის ნახსენები, ან საერთოდ არსებობს თუ არა ასეთი.

ციტატები რედაქტირება

წიგნში The Dark Side of the Moon: The Making of the Pink Floyd Masterpiece ჯონ ჰარისი წერს სიმღერის შესახებ:

პირველი ჩანაწერი, რომელიც პინკ ფლოიდმა გამოუშვა სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ, იყო რიკ რაიტის თითქმის აუტანლად ახირებული ”It Would Be So Nice”, სინგლი, რომელიც არასერიოზულმა მელოდიამ აქცია უმნიშვნელო მოვლენად, რომელმაც ვერ შეძლო ბრიტანული ჩარტების შეწუხება. როგორც როჯერ უოტერსი მოგვიანებით იხსენებს, ”ის არავის მოუსმენია, იმიტომ რომ ასეთი საზიზღარი ჩანაწერი იყო”. უოტერსის კომპოზიციური მცდელობები უფრო იმედის მომცემი იყო. ”Julia Dream”, სინგლის B-მხარე, აჩვენებდა იმავე პრობლემას: მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს აშკარად უნდოდა სიდ ბარეტის ესთეტიკის შენარჩუნება, მათი მცდელობები უიმედოდ არასერიოზული იყო.[1]

ნიკ მეისონმა კიდევ უფრო ხმამაღლა გამოთქვა თავისი ანტიპატია ამ სიმღერისადმი, მან თქვა რომ იგი ძალიან საშინელია. იგი აგრეთვე იხსენებდა:

ჩვენ ვიყავით როკ-ენ-როლური ჯგუფი და თუ თქვენ როკ-ენ-როლური ჯგუფი ხართ, უნდა გსურდეთ, რომ თქვენი ჩანაწერი #1 გახდეს. თქვენ დაუკარით, მაგრამ გეუბნებიან - „აი აქედან რამე მოაშორეთ“ ან რაღაც მსგავსს - და ასრულებთ. თქვენ რეკავთ Evening Standard-ში და ეუბნებით - „იცით, რომ BBC-ზე ჩვენს სიმღერას არ დაატრიალებენ, ვინაიდან იქ თქვენი გაზეთია ნახსენები?“

რიჩარდ რაიტი:

ამ სტრიქონში Daily Standard გამოვიყენეთ, რათა მშვიდად ყოფილიყვნენ.

სხვა ვერსიები რედაქტირება

სიმღერის ვერსია შეტანილია Captain Sensible-ის მეორე სოლო ალბომში The Power of Love.

პერსონალი რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ჰარისი, ჯონ (2006). The Dark Side of the Moon: The Making of the Pink Floyd Masterpiece. Harper Perennial. ISBN 0-00-723229-2. 
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.