It's All Too Much“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა, დაწერილი ჯორჯ ჰარისონის მიერ. იგი შეტანილია ალბომში Yellow Submarine, რომელიც გამოვიდა 1967 წელს, Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band-ამდე. ჰარისონის ეს საავტორო სიმღერა თემატურა LSD-ის მოხმარების შემთხვევებს ეხება.

„It's All Too Much“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Yellow Submarine
გამოსვლის თარიღი 13 იანვარი 1969 (აშშ)
17 იანვარი 1969 (ბრიტანეთი)
ჩაიწერა 25–26 მაისი და 2 ივნისი 1967
De Lane Lea Studios, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ეისიდ-როკი
ხანგრძლივობა 6:28
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი ჯორჯ ჰარისონი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Yellow Submarineსიმღერები

სიმღერაში ორგანი Hammond გამოიყენება, რომელიც ქმნის დრონულის მსგავს ეფექტს. მიუხედავად იმისა, რომ The Beatles თვლიდა, რომ ეს სიმღერა უბრალოდ United Artists-ის ვალის გასასტუმრებლად დაიწერა, "It's All Too Much"-ს ბევრი კრიტიკოსი და კომენტარის ავტორი დადებითად აფასებდა. ბარი მაილზის აზრით, ეს იყო „ჯგუფის მიერ დაწერილი ფსიქოდელიის ყველაზე განსაცვიფრებელი მაგალითი“. Mojo-ს პიტერ დოგეტი წერდა, რომ იგი ბრიტანული როკის ერთ-ერთი მწვერვალია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება